in

„ხვლიკი და ჭიანჭველა“ — მეცნიერებმა ორი ახალი რობოტი შექმნეს

რბილ რობოტებზე ბევრჯერ მოგვიყოლია, „მარცვალი-რობოტიც“ გაგვიცნია თქვენთვის და მუხლუხოც, თუმცა ის, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, განსხვავებული იქნება იმით, რომ ცხოველებსა და ჭიანჭველებს ჰბაძავს. უფრო ზუსტად, რეპტილიებს, რომლებსაც თვითამპუტაციის უნარი აქვს, თუნდაც ხვლიკს, და ჭიანჭველებს, რომლებიც ხიდებს სხეულის შერწყმით აგებს. ინოვაციურიცააო, ამბობენ…

დემო ვიდეოში კარგად ვხედავთ, როგორ მიცოცავს ოთხნაწილიანი რობოტი, როცა ერთ ფეხზე აგური ეცემა — სახსარი თბება ელექტროენერგიით და მას საშუალებას აძლევს, დაზიანებული ფეხისგან გათავისუფლდეს:

მართალია, ვიდეო არ გვაჩვენებს, მაგრამ ამბობენ, რომ რბილ რობოტს კიდურის ხელახლა მიმაგრების უნარიც აქვს.

აი, მეორე ვიდეოში კი მხოლოდ ერთი მცოცავი რობოტია ნაჩვენები, რომელსაც მაგიდებს შორის არსებული სივრცის გადალახვა უჭირს. თუმცა გამოსავალს მარტივად სამი რობოტის შერწყმით პოულობს. აქაც კვლავ სახსრები თბება და ელექტრო მუხტით რბილდება…

უნდა ითქვას, რომ რობოტიკის ინდუსტრიაში ეს შესაძლებლობები სულ ახალიც არ არის, მაგრამ ასე ვერ ვიტყვით მექანიკურ კავშირებსა და მაგნიტებზე დაფუძნებულ სისტემებზე, რაშიც Spectrum IEEE-იც დაგვემოწმება. ინოვაციური აქ სახსრებია, რომლებიც ე. წ. ორმაგი თერმოპლასტიკური ქაფით, წებოვან პოლიმერთან ერთად, შექმნეს. სწორედ ეს კომბინაცია იძლევა სახსრის დნობის, დაშლის და შეწებების საშუალებას.

თავად ინჟინრები კი თავიანთ მიგნებას Self-Amputating and Interfusing Machines-ის ნაშრომში აღწერენ და გვეუბნებიან, რომ ამ ტექნიკებმა, შესაძლოა, მიგვიყვანოს ისეთ რობოტებამდე, რომლებსაც მასის ცვლილებით რადიკალურად შეეძლებათ ფორმის გარდაქმნა.

კრისტალ ჯგუფის ახალი პროექტი — „პარკ ჰოტელი“

დიდი მეწარმეები, რომლებმაც მცირედით დაიწყეს