კოსმეტიკურმა ფირმა Burt’s Bees–მა თავისი ახალი ტუჩსაცხის რეკლამისთვის არა ცნობილი სახეები ან მოდელები, არამედ ორი ლამაზი და განსხვავებული გოგონა მოიწვია. ეს მიდგომა Stella McCartney-ს რეკლამას ჩამოჰგავს, სადაც ამ ვიდეორგოლების მსგავსად, უშუალოდ პროდუქტი არ არის გარეკლამებული.
ახალი პროდუქტისთვის ორი ვიდეორგოლი გადაიღეს, რომელიც გოგონების ძალიან შთამბეჭდავ ისტორიაზე მოგვითხრობს.
პირველი რგოლი ალბინოს დიანდრა ფორესტზეა – გოგონაზე, რომელიც ფერადკანიანი ადამიანების გარემოცვაში დაიბადა და იყო ყველაზე თეთრი. დიანდრა მისი განსხვავებულობის გამო ყოველთვის ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებოდა მანამ, სანამ საკუთარი განსაკუთრებულობა თავადვე არ აღიარა.
https://www.youtube.com/watch?v=5LgrwUulIm4
მეორე ვიდეო უნიჭიერეს მუსიკოს მენდი ჰარვეიზეა. მენდის სმენასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ ის არ ნებდება. გოგონას არ სურს, რომ მისი მუსიკაც ისე არ მიჩუმდეს, როგორც სმენა.
https://www.youtube.com/watch?v=ZUYFG29gK1w
მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ვიდეო Burt’s Bees–ის ტუჩსაცხის რეკლამას წარმოადგენს, მთელი აქცენტი მაინც ისტორიებზეა, რომლებიც ნებისმიერი გოგოსთვის შეიძლება შთაგონებად იქცეს.