2
Jul
2013

“ორი ლულას” მთავარი პრობლემა გარემო პირობებია

2 Jul 2013

Elit Electronics
Elit Electronics


ori-lulas-meniu2005 წელს დაწყებული “ფასთ ფუდის” ბიზნესი “ორი ლულა” დღეს 6 ფილიალსა და 70_მდე თანამშრომელს აერთიანებს, სურთ რეგიონებიც მოიცვან, თუმცა ეს უახლოეს გეგმებში არ შედის.

ამბობენ, რომ ყველაფერი საზოგადოების მხრიდან მოთხოვნაზეა დამოკიდებული. მანამდე კი ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი მათი აზრით , გარემო პირობები და ეკონომიკური მდგომარეობაა. “ორი ლულა”-ს მთავარი მენეჯერი სოსო კაციტაძე ამბობს, რომ ბიზნესის დასაწყისში ერთი ფილიალი ჰქონდათ. ობიექტის სახელი მათ სპეციალურ მენიუს, ერთ ლავაშში გახვეულ ორ ლულა ქაბაბს უკავშირდება . “ჩვენი პროდუქცია საშუალო და დაბალ სეგმენტზეა გათვლილი. დიდი არჩევანი და სარესტორნო მენიუ არ არის, თუცმა  არც მწირი არაა” – ამბობს სოსო კაციტაძე. რაც შეეხება პროდუქციასა და ფასებს:  ლობიანი, ხაჭაპური, სალათები, ქაბაბი, ლანჩ მენიუ – 1.30_დან დაწყებული 6.40 ლარამდე ჯდება. დამატებით, მომხმარებლის მოსაზიდად, “ორ ლულში” არის სამარხვო მენიუ და მარხვის პერიოდში აქვთ სპეციალური შეთავაზებებიც.

მათ  სამიზნეს  აუდიტორიის კიდევ ერთი ნაწილი – სტუდენტები შეადგენენ, ამიტომ  სოსო კაციტაძის თქმით, ცდილობენ  მომსახურებაც და ფასებიც მათ მაქსიმალურად მოარგონ. აქვთ რამდენიმე ფილიალები უმაღლეს სასწავლებლებთან. თბილისში , ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა სწრაფი კვების ობიექტები, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდები. “ორ ლულაში” ამბობენ, რომ მათი მთავარი უპირატესობა ხარისხი და მომსახურებაა. რადგან მათი პროდუქტი სხვადასხვა ტიპის საკვებს მოიცავს, კონკურენტად თონით დაწყებული, რესტორნით დამთავრებული სხვადასხვა ობიექტებს მიიჩნევენ. სოსო კაციტაძის თქმით, პროდუქციის ხარისხითა და მომსახურებით ცდილობენ კონკურენტებთან “დაპირისპირებას”.

საქართველოში არსებული ეკონომიკური პირობების მიუხედავად, კვების ბიზნესი რომ ერთ–ერთი წარმატებულია  ამაზე ბევრი თანმხდება. ხშირად, განსხავვებული ადამიანების მოსაზრებები იმაშიც ემთხვევა, რომ საწყის ეტაპზე  ასეთ ობიექტებში გაცილებით კარგ პროდიქციას სთავაზობენ. თანდათან კი, მომხმარებლების თქმით, ხარისხი კლებულობს. ამ მხრივ გამონაკლისი  არც “ორი ლულას” შემთხვევა აღმოჩნდა. გემოსა და ზომის ცვლილებაზე მისი მომხმარებლებიც საუბრობენ. “ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ ხარისხი, თუმცა  ადამიანური ფაქტორია. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე  ასეთი რამ:  მოდის სხვა მზარეული, ან ძველი იცვლება ახლით. შესაძლოა, ცოტა მეტი მოუვიდეს რაღაც ინგრედიენტი, ან ნაკლები და საკვებმა სხვა გემო მიიღოს, ვიღაცას ეს მოეწონოს, ვიღაცას წინანდელი. თორემ  შეზავების მხრივ, ჩვენ არაფერს ვცვლით, არც წონაში მოგვიკლია და არც ზომით დაგვიპატარავებია რაიმე. გარდა ამისა, გვაქვს შიდა კონტროლის დეპარტამენტი, რომელიც მუდმივად აკონტროლებს ხარისხს” – ამბობს სოსო კაციტაძე.

ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის რეკლამა მნიშვნელოვანი ელემენტია. “ორი ლულას” მთავარი სარეკლამო სივრცე, ამ ეტაპზე ინტერნეტ რეკლამაა. ინფორმაცია, ძირითადად  ინტერნეტ გვერდებსა და სოციალურ ქსელში ვრცელდება. რვაწლიანი არსებობის მიუხედავად, “ორი ლულას” ფილიალები მხოლოდ დედაქალაქშია და ისიც არც თუ დიდი რაოდენობით. “ ამ ბიზნესში მთავარი პრობლემა ქვეყნის ეკონომიური მდოგმარეობა და გარე ფაქტორებია. დასაქმებული ადამიანები ნაკლებია, შესაბამისად, ნაკლებია შემოსავალი. ეს კი აისახება შემდგომ მომხმარებელზე. ყველაფერი ერთ ჯაჭვზეა აგებული. თუ მოთხოვნა იქნება, მეტ  ხალხს დავასაქმებთ, ეს მოიტანს მეტ რეკლამას და მეტ ფილიალსაც გავხსნით. თუმცა, ამჟამად  უახლოესი სამი- ოთხი თვის განმავლობაში ახალი ფილიალის გახნსას არ ვაპირებთ, წლის ბოლოსთვის  შესაძლოა,  ესეც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული.  თუ მოთხოვნა იქნება, შესაბამისი იქნება ჩვენი სამომავლო ქმედებაც”, – ამბობს სოსო კაციტაძე.

განხილვა