in

“დოს პასოს პრეზენტა”, ანუ ორი ნაბიჯის გამოძახების სერვისი წარმოგიდგენთ…

როდესაც დიდ ოჯახში ცხოვრობთ და სახლისთვის პროდუქტების გამოძახება ყველა წევრს ძალიან ეჩქარება, კამათი შეიძლება იმდენად დრამატული გახდეს, რომ ლათინო-ამერიკული ტელესერიალის გმირებადაც კი იქცეთ. მამას ფუნთუშა და რძე სურს, დედას ცომის ამოსაყვანად საფუვრის მოტანა უგვიანდება, მამიდას კი კიტრის ნიღბის გაკეთება უწევს…

თუ ვერ მიხვდით, რაზე ვლაპარაკობთ, ესე იგი, „ორი ნაბიჯის” ახალი სერიალის პირველი სერია ჯერ არ გინახავთ. აქ ყველაფერია: მდიდრული სახლი, ლამაზი კოსტიუმები, მსახურები. ერთი სიტყვით, ნამდვილი საპნის ოპერაა იმ განსხვავებით, რომ ის, არც მეტი და არც ნაკლები, „ორი ნაბიჯის” გამოძახების სერვისს ეძღვნება და მთელი სიუჟეტიც ამ თემატიკაზეა აგებული. თუმცა რატომ გასპოილერებთ? ესეც ვიდეო!

გამოძახების სერვისი ტელენოველის სიუჟეტად სააგენტო Redberry-მ აქცია.

შემდეგ სერიებამდე!

„იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ“ – „კომფორტერი“ ოთხი წლის გახდა!

ჯაოკენი 25 წლისაა და მომხმარებელთან შესახვედრად განსაკუთრბულად ემზადება