საახალწლო განწობის შესაქმნელად უამრავი საშუალება არსებობს: თოვლი, ლამაზად მორთული ნაძვის ხეები და ქუჩები, საჩუქრები, შეფუთვა, საახალწლო მუსიკა, გემრიელი კერძები და ა.შ. ავიაკომპანია Delta–სთვის კი მთავარი სულ ორი სიტყვაა, რომელიც ყველაზე უკეთ უზრუნველყობს ბედნიერ განწყობას.
https://www.youtube.com/watch?v=s9fcj8LooRg
ბრენდმა საახალწლოდ მომხმარებელს, გარდა განსაკუთრებული პირობების და ბილეთებზე ფასდაკლებებისა, ძალიან თბილი ვიდეორგოლიც შესთავაზა. მხოლოდ ორი სიტყვა, რომელიც ნებისმიერ საჩუქარზე უფრო ძვირფასი და ბედნიერების მომტანია. შეტყობინება “ უკვე ჩამოვფრინდი” იმ განსაკუთრებული ადამიანებისგან, რომლებსაც საახალწლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები სულმოუთქმელად ელიან.