in

ჩაკეტილი წლის გასაღები – ორიენტ ლოჯიკი, როგორც შესაძლებლობების პლატფორმა

“ყველაფერი, რასაც ვლაპარაკობ, უნდა ემსახურებოდეს მეტამორფოზას.”

2020 წელი რომ გამოწვევებით სავსე წელი იყო, ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. სირთულებიის მიუხედავად, არამარტო მსოფლიოში, საქართველოშიც იყო რამდენიმე კომპანია, რომელმაც „ახალ რეალობასთან“ ადაპტაცია დიდი შრომის ხარჯზე მოახერხა და ჩაკეტილ პერიოდში, წარმატების გასაღების პოვნა შეძლო. მათ შორისაა, „ორიენტ ლოჯიკი“, რომელსაც 2020-ში 25 წელი შეუსრულდა. ჩვენ უკვე გიამბეთ, თუ  რა გზა განვლო Orient Logic-მა “რკინის მოწყობილობებიდან” ბიზნესის ტრანსფორმაციამდე. არსებული გარემოების მიუხედავად, კომპანიისთვის 2020 წელი აქტიური და დინამიკური იყო. გაგაცნობთ გამორჩეულ ამბებს „ორიენტ ლოჯიკის” საქმიანობიდან.
პანდემიის დაწყებისთანავე, „ორიენტ ლოჯიკმა“ მალევე შეძლო ადაპტაცია. გარდა იმისა, რომ 25-წლიანი ისტორიის კომპანიამ, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლით, ფაქტობრივად, ახალი სამუშაო სტრატეგია შექმნა, ამას თან ახლდა სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიური ჩართულობა. მარტიდან ივნისამდე თითქმის ყოველდღე იქმნებოდა ლაივ კონტენტი, სადაც ტექნოლოგიებში ჩართული ადამიანები თავიანთ გამოცდილებებსა და ახალ გამოწვევებზე საუბრობდნენ. ლაივ სესიებზე ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო და მაშინ „ორიენტ ლოჯიკი“, ფაქტობრივად, ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც მსგავს რეჟიმში ბიზნესისა და ზოგადად, ადამიანების ინფორმაციული ვაკუუმის შევსებაზე ზრუნავდა.

Orient Logic-მა ახალ მისამართზე დაიდო ბინა

52 ლაივ სესიას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა – 2020 წელს „ორიენტ ლოჯიკმა“ ახალ სათავო ოფისში გადასვლა მოახერხა.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ამგვარად, კიდევ უფრო თანამედროვე და მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეიქმნა, როგორც „ორიენტ ლოჯიკის“ თანამშრომლებისთვის, ისე პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისთვის. ასევე, ახალმა ოფისმა კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი ღონისძიებისა და ვორქშოპის ჩატარების შესაძლებლობა მისცა.

კომპანია აქტიურად იყო ჩართული განათლების მხარდაჭერაში

„კამპანია „ორიენტ ლოჯიკი უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში განვიხილავთ საგანმანათლებლო სექტორში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ხარისხიან სასწავლო პროცესს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო სექტორში.

კამპანიის ფარგლებში, გაკეთდა ოთხი ვიდეორგოლი, რომელშიც დეტალურად არის ახსნილი, თუ რა გააკეთა კომპანიამ განათლების მხარდასაჭერად. ამ კამპანიიდან ერთერთი მნიშვნელოვანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო. „ორიენტ ლოჯიკის“ გუნდმა წარმატებით განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი” სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით.”

ასევე, მნიშვნელოვანი პროექტი იყო „განათლების მართვის საერთაშორისო სისტემა – EMIS“ – პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ელექტრონული ჟურნალი, საჯარო სკოლებისთვის. ასევე, 200-მდე სკოლაში მოეწყო კორპორაციული Wi-Fi ქსელი, ხოლო ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით კი, IBM QRadar SIEM სისტემა დაინერგა. ერთობლივად განხორციელებული პროექტები და შერჩეული გადაწყვეტილებები, დღესდღეობით, სრულად უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში შეუფერხებელ და ხარისხიან სასწავლო პროცესს.

დისტანციურმა მუშაობამ “ორიენტ ლოჯიკს” სიახლეებისკენ უბიძგა კორპორაციული კულტურის მიმართულებითაც.

„მაშინ, როდესაც მსოფლიო მსგავსი გამოწვევის წინაშე დადგა, ვერავინ წარმოიდგენდა, ასე მალე თუ მოხდებოდა ადაპტირება და კომპანიების სამუშაო გარემო მთლიანად ციფრულ სამყაროში გადაინაცვლებდა. კორპორაციული კულტურა, ნებისმიერი კომპანიის საყრდენია. პანდემია, კომენდანტის საათი, რთული ეკონიმიკური სიტუაცია მსოფლიოში, ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლის წინაშეც აღმოჩნდა პლანეტა და ჩვენც, მათ შორის.

„ორიენტ ლოჯიკმა” მოახერხა და სწრაფად გადაეწყო დისტანციურ რეჟიმზე. თანამშრომლების ჩართულობამ კი ის გამოიწვია, რომ კომპანიას თითქმის არ შექმნია პრობლემა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლით. ჩვენთვის, ასევე მნიშვნელოვანი შენაძენი იყო ანდრო დგებუაძე, როგორც დირექტორთა საბჭოს მრჩეველი ორიენტში, რომელიც სწორედ კორპორაციული კულტურის გაუმჯობესებაზე მუშაობს. მისი გამოცდილება და წარსული, ვფიქრობთ, ორიენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოგეხსენებათ, ანდროს მიმართულება IT-ია, რომელსაც შემდგომ, ფილოსოფია დაემატა. მისი ორპროფილური წარსული დაგვეხმარა კორპორაციული კულტურის განვითარებასა და დახვეწაში,” – აცხადებს ორიენტ ლოჯიკის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.

2020 წელს, ორიენტ ლოჯიკმა Red Hat-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი – Premier Business Partner Status – მოიპოვა და რეგიონში წამყვანი პარტნიორი ორგანიზაცია გახდა.

უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი გულისხმობს ორიენტ ლოჯიკის სტრატეგიულ ხედვას open source ტექნოლოგიებზე დაფუძნებული Red Hat-ის პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით, რაც თავისთავად ნიშნავს რეგიონში არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ეკოსისტემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში არსებული მსხვილი და საშუალო ზომის, განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებისთვის.

პრემიერ ბიზნეს პარტნიორობის სტატუსი უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარების პროცესში, როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე მთელ რეგიონში.

„ქართულ ბაზარზე Red Hat-ის პროდუქტების განვითარების მიმართულებით, კომპანიამ უკვე არაერთი მსხვილი სტრატეგიული პროექტი განახორციელა. ეს გეზი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაძლიერდება ახალ სტატუსთან ერთად. ორიენტ ლოჯიკის გუნდს სჯერა, რომ მომავალში Red Hat-ის პროდუქტების განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით რეგიონში კიდევ მრავალ წარმატებული პროექტს განახორციელებს.“

ორიენტ ლოჯიკმა შეინარჩუნა და განაახლა სტატუსები შემდეგ კომპანიებთან

ორიენტ ლოჯიკის გუნდმა ახალი, გაუმჯობესებული სტატუსი მიიღო კომპანია Aruba-სგან. აღნიშნული სიახლის საფუძველზე, 2021 წლის განმავლობაში, ორიენტ ლოჯიკი Aruba-ს ვერცხლის საპარტნიორო სტატუსით ისარგებლებს.

ორიენტ ლოჯიკი მულტინაციონალური კომპანია VMware-ის Advance Business პარტნიორია. აღნიშნული სტატუსი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორიენტ ლოჯიკის გუნდის მაღალი დონის კომპეტენციას Vmware-ის გადაწყვეტილებების დანერგვის მიმართულებით.

ასევე, მნიშვნელოვანი სიახლე იყო უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი HPE-სთან. ორიენტ ლოჯიკის HPE-ის პლატინუმ პარტნიორობა ნიშნავს, რომ კომპანია ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომელიც ამ სტატუსის მისაღებადაა საჭირო:

  • წარმატებული პროექტები
  • ბიზნეს განვითარება
  • კომპეტენცია
  • გამოცდილება

ორიენტ ლოჯიკმა TRENDMICRO-სგან ბრინჯაოს საპარტნიორო სტატუსი მიიღო, რაც ეფუძნება ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით წარმატებით განხორციელებულ პროექტებს, TRENDMICRO-ს გადაწყვეტილებების დანერგვის ჭრილში.

ორიენტ ლოჯიკის გუნდმა 2021 წლისთვის SCHNEIDER ELECTRIC-ის APC Authorized Elite პარტნიორობის სტატუსი შეინარჩუნა და 2021 წლის განმავლობაშიც, აღნიშნული ვენდორის ჭრილში, კვლავ განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას.

და ბოლოს, 2021 წლისთვის ორიენტ ლოჯიკმა შეინარჩუნა ოქროს პარტნიორის სტატუსი Microsoft-თან, რაც ნიშანვს, რომ კომპანია “ორიენტ ლოჯიკი” დარჩა იმ სტანდარტების ერთგული, რომელიც 2020 წლის რთულ პერიოდში ჰქონდა. ასევე, კომპანია აქტიურად ახდენდა Microsoft–ის პროდუქტებსა თუ ტექნოლოგიებში ტექნიკური შესაძლებლობების დემონსტრირებას. ამ სტატუსის არსებობა ნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდმა Microsoft-ის საყოველთაოდ აღიარებული პარტნიორობის პროგრამის უმაღლესი სტანდარტი მიიღო.

2020 წელს, “ორიენტ ლოჯიკი” აქტიურობდა CSR მიმართულებითაც.

კომპანიაში, წლევანდელ CSR აქტივობებს შორის გამოარჩევენ არასამთავრობო ორგანიზაცია „შენმოქმედის“ პროექტს „1000 კომპიუტერი, 1000 მრავალშვილიან ოჯახს“. პროექტის ფარგლებში, ვანისა და ცაგერის ხუთ ოჯახს, “ორიენტ ლოჯიკმა” ლეპტოპები და ტკბილეული გადასცა: „მიუხედავად პანდემიით გამოწვეული გამოწვევებისა, ჩვენმა გუნმა შეძლო არსებული რესურსების მობილიზება და გახდა #შენმოქმედი”.

OL Stories

2020 წელს, “ორიენტ ლოჯიკმა” საკუთარი პროფესიონალი გუნდის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა განიზრახა და ამით დახურა გამოწვევებით სავსე წელი. კამპანია OL Stories-ის ფარგლებში, შეიქმნა ვიდეორგოლები, სადაც კომპანიის თანამშრომლები საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან.

„ბევრი გამოწვევის მიუხედავად, 2020-მა ყველაზე მთავარი, რაც დაგვანახა ტექნოლოგიების მნიშვნელობა იყო. ბაზარზე ძალიან ცოტაა იმ კომპანიების რიცხვი, რომლებმაც მსგავსი ეფექტურობის ნიშნულს მიაღწიეს. მთავარი გასაღები, სწორი კუთხით ადაპტაცია და არსებული რეალობის დროულად გაანალიზება იყო. 2021 წელი „ორიენტ ლოჯიკისთვის“ ძალიან კარგად დაიწყო, სულ მალე შეგატყობინებთ იმ ახალი პროექტების და კამპანიების შესახებ, რომელიც შიგნით იგეგმება. წინ გრძელი და საინტერესო წელი გველის“.

 

[R]

Coca-Cola პლასტმასის ნაცვლად ქაღალდის ბოთლებს გამოიყენებს!

Facebook ახალი ამბების ინდუსტრიაში $1 მილიარდი ინვესტიციის ჩადებას აპირებს