პანდემიის დაწყებამ საგანმანათლებლო სექტორიც დააყენა გამოწვევების წინაშე, მათ შორის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა EMIS, რომელსაც საკმაოდ მოკლე დროში დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილი ელექტრონული სასწავლო რესურსები, სერვისები და აპლიკაციები უნდა მოემზადებინა. დროის ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო, რაც ტრანსფორმაციას ართულებდა.
სწორედ ამიტომ, EMIS-მა გადაწყვიტა, ორიენტ ლოჯიკთან თანამშრომლობით, Red Hat-ის პლატფორმა OpenShift დაენერგა, რომელიც ორგანიზაციის დეველოპერებს მყისიერ განახლებაში ეხმარება. ამრიგად, თანამედროვე ქლაუდ სისტემა ავტომატიზებულად მუშაობს და დატვირთვის ინფრასტრუქტურაზე დინამიურად გადანაწილების საშუალებას იძლევა. შედეგად, EMIS-ის ზოგიერთი აპლიკაცია, რომელსაც მაღალი დატვირთვა აქვს, ეფექტურად მუშაობს.