in

Orient Logic-ის მართვადი IT სერვისების მიმართულებას სანდრო ყანდაშვილი უხელმძღვანელებს

თანამედროვე ციფრულ ბიზნესგარემოში IT ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა კომპანიების წარმატების ერთერთი მთავარი წინაპირობაა. ამ ფონზე, ტექნოლოგიური კომპანია Orient Logic განაგრძობს მართვადი IT სერვისების მიმართულების სტრატეგიულ განვითარებას, რომელსაც სანდრო ყანდაშვილი უხელმძღვანელებს.

2026 წლიდან  Orient Logic-ის გუნდს სანდრო ყანდაშვილი  შეუერთდა

სანდრო ყანდაშვილს ბიზნესის მართვისა და განვითარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საბანკოსაფინანსო და აიტი ტექნოლოგიების სერვისების მომსახურების სფეროში. სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მას საშუალებას აძლევს, ტექნოლოგიური სერვისები ბიზნესის რეალურ საჭიროებებთან მაქსიმალურად მოარგოს.

Orient Logic უკვე 30 წელზე მეტია საქართველოს IT ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის სტრატეგია ტექნოლოგიურ პროგრესს, საერთაშორისო ვენდორებთან მჭიდრო პარტნიორობასა და ადგილობრივი ბიზნესების ციფრული შესაძლებლობების გაძლიერებას ეფუძნება. Orient Logic საქართველოში ერთერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც Managed Service Provider (MSP) მოდელი სისტემურად დანერგა.

Managed Services მიმართულება კომპანიისთვის ერთერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად ჩამოყალიბდა, რის განვითარებისთვისაც განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიცია, მათ შორის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებისა და გუნდის გაფართოების მიმართულებით. აღნიშნული პროგრესი დადასტურებულია საერთაშორისო სტანდარტების — ISO/IEC 27001:2022 და ISO/IEC 20000-1:2018 სერტიფიკატებით.

Managed Services მიმართულების განვითარება უკვე პრაქტიკულ შედეგებშიც აისახება — კახეთში გამართულ ღონისძიებაზე Orient Logic-მა 40-მდე ორგანიზაციას უმასპინძლა, სადაც ამ სერვისების მიმართ მაღალი ინტერესი მკაფიოდ გამოიკვეთა.

მართვადი სერვისები Orient Logic-ის საქმიანობის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება და მრავალპროფილური ექსპერტიზა უზრუნველყოფს პარტნიორი ორგანიზაციებისთვის კომპლექსური IT სერვისების მიწოდებას, მათ შორის ინფრასტრუქტურის მართვის, ქსელური გადაწყვეტილებებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

2025 წელს კომპანიამ წარმატებით გაიარა ISO სერტიფიცირება, რაც ადასტურებს ხარისხის მართვის სისტემების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. აღნიშნული ფაქტორი დამატებით ზრდის კომპანიის სანდოობასა და ოპერაციულ ეფექტიანობას.

Orient Logic წარმოადგენს წამყვან IT ინტეგრატორ ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია სრულმასშტაბიანი სერვისული შესაძლებლობები და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება,“ – აღნიშნავს  სანდრო ყანდაშვილი.

[R]

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

IT აკადემია STEP-მა Girls in ICT ღონისძიებას უმასპინძლა