in

ორიფლეიმში ფერადი წელი დაიწყო!

Oriflame ბიზნესზე გაცილებით მეტია. ის სოციალური გაყიდვების „ბიუთი საზოგადოებაა”, რომელიც ადამიანებს მსოფლიოს გარშემო სთავაზობს შესაძლებლობას, აღმოაჩინონ საკუთარი თავი სილამაზის ინდუსტრიაში, გაიუმჯობესონ ცხოვრება და აიხდინონ ოცნებები. ამ ბიზნესის საფუძველი ადამიანები არიან, რომლებიც ეხმარებიან სხვა ადამიანებს წარმატების მიღწევაში. ფორმულა მარტივია – როდესაც შენ ეხმარები სხვებს, ახდენ მათში საკუთარი რესურსის ინვესტირებას, თავად ხდები წარმატებული. კომპანია ამას უწოდებს გული გულისთვის – ადამიანი ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ, ამ ბიზნესის მთავარი ძალა მისი საზოგადოებაა, სადაც ადამიანები საშუალებას აძლევენ ერთმანეთს იყვნენ საუკეთესოები და ზრუნავენ ერთმანეთზე ყველაზე რთულ დროსაც კი.

გული გულთან – ასე ჰქვია კომპანია Oriflame-ის 2023 წლის საკომუნიკაციო თემას. როგორც კომპანიის ოფიციალურ წყაროებშია გადმოცემული, ამ თემის იდეა სწორედ ბოლო პერიოდის მსოფლიო მოვლენებმა დაბადა:

„ყველანი აღმოვჩნდით  ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებზეც ვერც კი ვიფიქრებდით – პანდემიამ და მსოფლიოს გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ ყველაფერზე გავლენა იქონია, მათ შორის სილამაზის ბიზნესსა და ადამიანთა ცხოვრებაზე, თუმცა ამ ყველაფერმა მიგვახვედრა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდეთ, რადგან ჩვენ გვაერთიანებს საერთო კულტურა – ერთობა, სულისკვეთება და ჟინი.  საუკეთესო გზა სირთულეების დასაძლევად კი არის გულახდილი საუბრები.

გული გულთან – ნიშნავს გქონდეს ღია და გულწრფელი საუბრები ახლო მეგობრებთან, ყველაფერი იმის შესახებ, რაც მოცემულ მომენტში გაწუხებს. ეს ნიშნავს ერთმანეთის მხარდაჭერას, შთაგონებას,  იდეების გაცვლას, გამოსავლების ერთობლივ ძიებას და ერთად გართობას. ეს ნიშნავს, არ შეუშინდე საკუთარი ემოციების გამოხატვას, შინაგანი აზრებისა და დიდი ოცნებების გაზიარებას. ეს ის არის, რასაც ვაკეთებთ და მომავალშიც განვაგრძობთ ამის წახალისებას ჩვენს საზოგადოებაში, რადგან ერთად ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ უდიდეს გამოწვევებს და ვიპოვოთ სიცხადე, მიმართულება, ენთუზიაზმი და მომავლის იმედი.

გული გულთან – ნიშნავს ერთად აღნიშნო გულწრფელობა, ნდობა, გახსნილობა და ადამიანური კავშირების სილამაზე.“

ეს მიდგომა აძლევს მუხტს კომპანიის წარმატებულ ბრენდ პარტნიორებს, კვლავინდებურად ხალისით და ჟინით აკეთონ თავიანთი საქმე, განაგრძონ ადამიანთა ცხოვრების გალამაზება, განაგრძნონ მოგზაურობა, განაგრძონ ადამიანთა ოცნებების ახდენა. ეს არის კომპანია, სადაც კარი ყველასათვის ღიაა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, გამოავლინოს მისი პოტენციალი და იყოს აღიარებული მისი ყოველი, თუნდაც მცირე მიღწევისათვის. დღეს ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სიხალისის, სიფერადის შეტანა ცხოვრებაში, Oriflame მზადაა ეს გარემო დაახვედროს ყველას, ვინც გადაწყვეტს მისი სილამაზის საზოგადოებას შეუერთდეს.

მოდი, ვისაუბროთ გულღიად – გული გულთან!

ფოტოგრაფი – Tamara Gonjilashvili /photographer

ჩაცმულობაზე იზრუნა მაღაზია კოტონმა KOTON საქართველო

[R]

Microsoft Edge-ის ბრაუზერს Adobe Acrobat Reader ემატება

Google Translate-ს ახალი AI ფუნქციები ემატება