გუშინ, 2022 წლის 7 აპრილს, ორიფლეიმ ჯორჯიას და პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ შორის, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანია საზოგადოებაში გარემოსდაცვითი თემების ირგვლივ ცნობიერების ამაღლება, ეკომეგობრული პროექტების და აქტივობების ინიცირება.
პროექტის წევრი ორგანიზაციები, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულები და ახორციელებენ გარემოსდაცვით საქმიანობას, რომელიც გულისხმობს: საქართველოს ბუნების დაცვას, ეკოლოგიისა და ეკო-სისტემების შენარჩუნებას, დანაგვიანების საწინააღმდეგო კამპანიების ორგანიზებას, ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლების გაუმჯობესებას გარემოსდაცვითი მიმართულებით, ნარჩენებთან ბრძოლის თანამედროვე და საერთაშორისო მეთოდების და მექანიზმების შემუშავებას, მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას.
შვედური კოსმეტიკური კომპანია „ორიფლეიმი“ 55 წელია მსოფლიოში ოპერირებს და დაარსებისთანავე კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბუნების დაცვას და გაფრთხილებას პროდუქტების ფორმულების შემუშავებასა თუ შეფუთვებში გამოყენებულ მასალების შერჩევისას.
„ორიფლეიმმა“ 2019 წლიდან დღემდე დარგო 7 მილიონი ხე; პროდუქციის მოსათავსებელ მუყაოში კომპანია იყენებს 96%-ით სერტიფიცირებულ წყაროებს ან გადამუშავებად მასალებს; პროდუქტების უმეტესობას ქმნის ბიოდეგრადირებადი მასალებით და არასოდეს ტესტავს მის პროდუქციას ცხოველებზე. აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან მან აქტიურად დაიწყო მისი ყველა ბეჭდური მასალის ეტაპობრივი გაციფრულება, რითაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ შვედური კომპანია ორიფლეიმი ბუნებითაა შაგონებული და პასუხობს მეცნიერების უკანასკნელ მიღწევებს. მათთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო, ხარისხიანი და ეფექტური პროდუქციის შექმნა. ეს ფილოსოფია უდევს საფუძვლად კომპანია ორიფლეიმის ბრენდს.
2022 წლიდან კომპანია ორიფლეიმი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გარემოს დაცვის თემებს. ამიტომ, პროექტ „დავიცვათ საქარველოს სისუფთავესთან“ თანამშრომლობით განხორციელდება მრავალი გარემოსდაცვითი პროექტი მთელი წლის განმავლობაში. ამ კოლაბორაციის მიზანია ერთობლივი ფინანსური და ადამიანური რესურსებით გავაძლიეროთ ცოდნა საქართველოს მოსახლეობაში გარემოსდაცვითი თემების მიმართ და წავახალისოთ გარემოსდაცვითი აქტივობები.
უახლეს პერიოდში ორიფლეიმი ჩაერთვება პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში: კონკურსებში – გაამწვანე სკოლის ეზო, სუფთა რეგიონი, სტუდენტური ესეები და დააწესებს სპეციალურ პრიზებს მონაწილეებისათვის.
კომპანიის ათასობით ბრენდ პარტნიორები, მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად ჩაერთვებიან დასუფთავებისა და გამწვანების აქციებში. მხარეები ერთობლივად იმუშავებენ სეპარაციის ურნების პოპულარიზაციაზე, წლის განმავლობაში განხორციელდება არაერთი საინტერესო კონკურსი და ინიციატივა.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ორიფლეიმის და პროექტ დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს ერთობლივი მუშაობა იქნება წარმატებული და სარგებლის მომტანი საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის. მოვუწოდებთ სხვა კომპანიებს იყვნენ აქტიურები ამ მიმართულებით და აიღონ მაგალითი.
მემორანდუმის ხელმომწერი ორგანიზაციები
შპს. „ორიფლეიმ ჯორჯია“, წარმოდგენილი მისი დირექტორის, ლევან ქვარცხავას სახით
პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, მონაწილე ორგანიზაციები – ა(ა)იპ დავიცვათ საქართველოს სისუფთავე, წარმოდგენილი აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ლოლაძის სახით, ა(ა)იპ საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, წარმოდგენილი, ორგანიზაციის თავმჯდომარის, მარიამ ქიმერიძის სახით და ა(ა)იპ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, წარმოდგენილი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის სახით.
[პარტნიორის კონტენტი]