სამგანზომილებიანი მინის ობიექტები ძირითადად დნობის ან 3D ბეჭდვის ტექნიკით მიიღება. თუმცა ის, რასაც ახლა ჩინელი მეცნიერები გვთავაზობენ სულ სხვა რამ არის და გარკვეული უპირატესობებიც კი აქვს. ორიგამით, ანუ ქაღალდისგან სხვადასხვა საგნის კეთების ტრადიციული იაპონური ხელოვნებით შთაგონებული პროცესის ავტორი იანგ ხუა. მან ეს ფოტოსენსიტიურ პოლიმერულ ხსნარებსა და სხვა ნაერთებთან სილიციუმის ნანონაწილაკების გაერთიანებით დაიწყო. მიღებული ნაერთისთვის კი ზუსტად ისე მიმართა ქაღალდის გადაკეცვის ტექნიკას, როგორც ეს ორიგამის დროს ხდება. საბოლოოდ, აი, ეს შემოგვთავაზა:
როგორც აღმოჩნდა, სასურველი ფორმის მიღება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ პოლიმერს 129 გრადუსზე გაათბობენ. ამის შემდგომ კი მეცნიერებმა დაკეცილი ნაწილაკები 593 გრადუსზე გაათბეს, რამაც პოლიმერის დნობა გამოიწვია… ხოლო ტემპერატურის 1260 გრადუსამდე აწევამ, შედეგად, გლუვი და გამჭვირვალე სრულყოფილი პროდუქტები მისცა მათ. არსებული მოსაზრებების მიხედვით, კონკრეტული ტექნიკით უფრო რთული ობიექტების დამზადებაც შესაძლებელი იქნება. თანაც, ეს იმაზე უფრო სწრაფია, ვიდრე 3D ბეჭდვა.
ამ ეტაპისთვის კი მეცნიერებს სურთ, ტექნოლოგია კერამიკულ ნაკეთობებზეც გამოცადონ. ამას უკვე სილიციუმის ნაწილაკების ტიტანის დიოქსიდისა და ცირკონის დიოქსიდის ჩანაცვლებით აპირებენ. ორიგამით შთაგონებული ტექნიკა უკვე American Chemical Society-საც წარუდგინეს: