in

ნახეთ: ორიგამისგან შექმნილი შუა საუკუნეების რაინდი

ნამუშევრები Juho Könkköl-ს ეკუთვნის

რა შეიძლება ერთი ფურცლისგან შეიქმნას? Juho Könkköl-ის პორტფოლიოს თუ გადავხედავთ, წარმოუდგენელ შესაძლებლობებს აღმოვაჩენთ… ფინელი ხელოვანი ორიგამის დეტალურ სკულპტურებს ქმნის – ამას მხოლოდ ერთი ფურცლის გადაკეცვითა და შესაბამისი ჭრილებით აღწევს. ბოლო გასაოცარი ნამუშევარი შუა საუკუნეების რაინდს წარმოადგენს, რომელსაც ხმალი და ფარიც კი უჭირავს.

ალბათ, წარმოუდგენლად მიგაჩნიათ ასეთი კომპლექსური ხელოვნების ნიმუშის შექმნა ქაღალდის მოჭრის ან სხვადასხვა სახის წებოს გარეშე… თუმცა ფაქტია, ეს სრულ რეალობას შეესაბამება. Gönkkölä დიდ დროს უთმობს თითოეულ ნამუშევარს – მათ შექმნას ანდომებს დღეებს, თვეებს და წლებსაც კი, რათა საბოლოოდ სრულყოფილი შედეგი მიიღოს.

“ვიდრე ჩემი ორიგამის ფიგურების შექმნას დავიწყებდი, სხვა ორიგამის არტისტების ნამუშევრებით ვიყავი შთაგონებული. მაგრამ ამჟამად ჩემი შემოქმედების ინსპირაცია ისტორიიდან, მითოლოგიიდან, ზღაპრებიდან, ფანტაზიებიდან და სხვა მსგავსი წყაროებიდან მოდის” – აღნიშნავს ხელოვანი.

ქალი მექანიკოსი სატვირთოების სამყაროში – გაიცანით, სალომე ჩხვიმიანი

ნახეთ: ნაქარგებად ქცეული ჩრდილოეთის ციალი