in

GDS-ი ახალ სეზონზე ახალი სტრატეგიით ბრუნდება! ორიგინალური ქართული დრამა

ტელეკომპანია GDS-ი ახალ სეზონზე ახალი სტრატეგიით ბრუნდება. ამ თემაზე მარკეტერი არხის მარკეტინგის დირექტორს, ზურაბ შარაშენიძეს ესაუბრა:

pasha-statiebi
pasha-statiebi

M: როგორ ბრუნდებება GDS-ი ახალ სეზონზე?

ორიგინალური ქართული დრამის, როგორც ბრენდის Launch-ით, ვბრუნდებით ისეთივე ალტერნატიული პროგრამირების პოლიტიკით, როგორიც ბრიტანეთში არის BBC2 თავისი ORIGINAL BRITISH DRAMA-თი და ა.შ.შ.-ში HBO, HBO Originals-ით.

M: ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რა იქნება თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

GDS-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა, ღირებულება და პროდუქტი იქნება – ორიგინალურ ქართულ იდეაზე დაფუძნებული, მაღალი გამოსახულების ხარისხის მქონე სერიალების წარმოება, ჩვენება და გატანა საერთაშორისო ბაზარზე. საწყის ეტაპზე, ბრენდი ორიგინალური ქართული დრამა გაიერთიანებს, “ტიფლისის” პირველ და მეორე სეზონს, “პარადოქსის” პირველ და მეორე სეზონს, “ქერჩის- დაკარგული გმირების” სეზონის პრემიერას. მუღამი მარტივია. თუ შეუძლიათ ამერიკელებს და შეუძლიათ ბრიტებს, შეგვიძლია ჩვენც!

კარგად შევისწავლეთ ქართულ ლექსიკონში სიტყვა ორიგინალურის განსაზღვრება, აგრეთვე ჩავიხედეთ კანონმდებლობაში საავტორო უფლებებთან დაკავშირებული ტერმინების განსაზღვრებების შესასწავლად. მიუხედავად იმისა რომ აღნიშული სიტყვის – “ორიგინალურის” განსაზღვრება საზოგადოებაში მიღებულია როგორც “განსაკუთრებული”, რეალურად ის ერთგვარ პატენტის ღირებულებას ატარებს. ორიგინალური ქართული დრამა ნიშავს რომ ის ქართულ იდეას ეფუძნება.

M: ვინ იმუშავა პროექტზე?

დამკვეთი – ჯიდიესი რეჟისორი – დავით ჯიბლაძე



Moon candles – საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი დეკორატიული სანთლები

20 ნოემბერი! WELCOME TO GEORGIA! National Tourism Awards