in

რას ნიშნავს იყო სუპერვარსკვლავი? – “Adidas”-ის გლობალური კამპანია

BOG
BOG

ადიდასის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ფეხსაცმლის მოდელს “სუპერსტარს” 45 წელი შეუსრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბრენდმა გლობალური სარეკლამო კამპანია წამოიწყო.

“”სუპერსტარი” ჩვენი ყველაზე ცნობილი პროდუქტია, მისგან იწყება ჩვენი ისტორია” – “Adidas Originals”-ის გლობალური კომუნიკაციების დირექტორი.

შავ-თეთრი ვიდეო რგოლის რეჟისორი კარიმ ხუდოა. მისი მთავარი გმირები ფარელ უილიამსი და დევიდ ბეკჰემი არიან. რეკლამის კონცეფციაზე სააგენტო “Johannes Leonardo”-მ იზრუნა.

“თუ ფიქრობთ, რომ სუპერვარსკვლავობა დაცვის თანხლებით სიარულია, საკუთარი სტილისტის ყოლაა, მაშინ მე სუპერვარსკვლავი არ ვყოფილვარ”

http://youtu.be/0HYGOB7Ofa0

როდესაც ადიდასმა 1969 წელს “Superstar”-ი გამოუშვა ამ სიტყვას ორი და გაუგებარი მნიშვნელობა ჰქონდა, 2015-ში აღარავინ შეიტანს ეჭვს მის მნიშვნელობაში და ყველას აზრად მხოლოდ ერთი განმარტება მოუვა. წელსაც ადიდასმა შეკითხვა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რაზეც ნამდვილი სუპერვარსკვლავების პასუხი მიიღო. ბოტასებს ყველაზე დიდი პოპულარობა მუსიკალურმა ჯგუფმა Run-D.M.C მოუტანა. ერთ-ერთ კონცერტზე მათ სცენის კოსტუმებზე უარი განაცხადეს და ბოტასებით გამოვიდნენ.

1-1

ზოომარტის პოზიტიური რეკლამა ცხოველების მოყვარულთათვის [EXCLUSIVE]

გადამფრენი მაისურები და “IKEA”-ს შთამბეჭდავი რეკლამა