“Adidas”-ი თავისი ლეგენდარული ხაზის “Originals”-ის 45 წლის იუბილეს აღნიშნავს. “სუპერსტარ”-ის გლობალური კამპანიის ახალი ვარსკვლავები გახდნენ – ფარელ ვილიამსი და Pusha T.
“Adidas”-ი სარეკლამო კამპანიაში სიტყვების გადათამაშებას ახდენს და მთავარ გმირებს ორაზროვანი შეკითხვის წინაშე აყენებს – “რას ნიშნავს იყო ვარსკვლავი”.
პასუხები ასე გამოიყურება:
ფარელ ვილიამსი – “ვარსკვლავობა არ ნიშნავს მილიონობით მნახველს და მილიონობით like-ს”
რიტა ორა – “ვარსკვლავობა არ ნიშნავს გათელილ გზაზე სიარულს”
მეთიუ ლილარდი – “ვარსკვლავობა არ ნიშნავს მაისურზე ან დროშაზე საკუთარი სახელის დანახვას”
შავ-თეთრი ვიდეორგოლის კონცეფციაზე სააგენტო “Johannes Leonardo”-მ იზრუნა.
https://youtu.be/PsgJqTqMwIA