20
Oct
2017

ყველაზე უჩვეულო გასეირნება და მოულოდნელი სანახაობა საზოგადოებისთვის – Volkswagen-ის ორიგინალური კამპანია

20 Oct 2017



Volkswagen-მა თავისი ახალი Tiguan Allspace-ის რეკლამირება ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური საშუალებით გადაწყვიტა. სარეკლამო კამპანიისა და ვიდეორგოლის მომზადებაზე ბრენდს სააგენტო DDB & Tribal Amsterdam-ი დაეხმარა. ახალი ავტომობილის მთავარი უპირატესობა მისი გაზრდილი სივრცე, ტევადობა და კომპაქტურობაა, სწორედ ამისთვის სურდა კომპანიას ხაზის გასმა, როდესაც ავტომობილის უკან მოხერხებულად მოკალათებულ ორ მოდელს ქუჩაში აქეთ-იქით ასეირნებდა. იმისთვის, რომ დამაჯერებელი და რაც მთავარია, უსაფრთხო კონსტრუქცია შეექმნათ, ბრენდს საკმაოდ დიდი მუშაობა დასჭირდა, თუმცაღა შედეგი შრომად ნამდვილად ღირდა. სპეციალურად მოწვეულმა მოდელებმა ეს უჩვეულო მგზავრობა ქუჩაში გამვლელებისთვის სახალისო შოუდ აქციეს.

 

განხილვა