in

ყველაზე მუსიკალური სუპერმარკეტი, რომელმაც მომხმარებლები გააგიჟა

BOG
BOG

გერმანულმა სუპერმარკეტების ქსელმა “Ederka”-მ ახალი წლის მილოცვა ორიგინალური ფორმით გადაწყვიტა. ყველაზე პოპულარული საახალწლო სიმღერა “Jingle Bells” საკასო აპარატებს და სკანერებს შეასრულებინა.

საახალწლო პროექტი სააგენტო “Jung von Matt/Elbe”-ს ეკუთვნის.  სუპერმარკეტში 13 ფარული კამერა დამონტაჟდა და 9 გაყიდვების სკანერი, რომლებმაც მომღერლების როლი შეასრულეს. ჯერ მაღაზიაში შუქი ქრება, თანდათან თითო სიგნალი ისმის, შემდეგ  ცხრავე აპარატი მოქმედებაში შედის და ერთ მთლიან მელოდიას ქმნის.

საკასო აპარატების სიმფონიას და მომხმარებლის რეაქციას ვიდეოში ნახავთ

http://youtu.be/H965m0Hkk5M

საახალწლო სიმღერის შესრულების ორიგინალურ ვარიანტი 6 წლის წინ სააგენტო AKQA-მ განახორციელა. მათ მიკროტალღური ღუმელი გამოიყენეს.

ყველაზე პროვოკაციული ინსტრუმენტი Kmart-მა შემოგვთავაზა.  2014 წელს მათ საახალწლო ვიდეო “Show Your Joe” გადაიღეს. ვიდეოში ექვს მამაკაცს საცვლებში ზანზალაკები აქვს დამალული, მელოდიას კი ბარძაყის მოძრაობით ასრულებენ.

დუმილი თანამონაწილეობაა!

“Eurobasket”-ს ახალი ლოგო აქვს