18
მაი
2017

#აახიე და #გახდიმხატვარი – FlipShop.ge – საჩუქრების ქართული ონლაინ მაღაზია

18 მაი 2017



18 მაისიდან გაყიდვაში ჩაეშვა Flipshop-ის – ორიგინალური საჩუქრების სტარტაპის პროდუქცია, რომლის მომსახურებით სარგებლობის პროცესიც ასეთია: „მოკლედ, მიგზავნით თქვენი, საყვარელი ადამიანის, მეგობრის, შვილის, მშობლის და თუნდაც, მეზობლის ფოტოს. მე თქვენს გამოგზავნილ ფოტოს ვამუშავებ და გიგზავნით შემდეგ ჩამოთვლილ პროდუქციას: სახატავი ტილო (თქვენი შერჩეული ზომის), 5 ფუნჯი, 5 საღებავი (თქვენი შერჩეული ფერები) და სახატავი ტილოს ზომის სამონტაჟო ფირი. აფერადებთ თქვენი ფანტაზიით, გემოვნებით, როგორც გსურთ. ელოდებით გაშრობას 20-60 წუთი (დამოკიდებულია წასმული საღებავის რაოდენობაზე), შემდეგ ტილოზე აკრავთ სამონტაჟო ფირს, ააძრობთ (აახევთ) და პორტრეტი მზადაა“- ლუკა ცანავა არის FlipShop.ge-ს დამფუძნებელი, რომელსაც მარკეტერი ესაუბრა სტარტაპის საქმიანობის დეტალებზე:

via GIPHY

M: რა იყო Flipshop.ge-ს შექმნის ინსპირაცის წყარო?
დაახლოებით, ორი თვის წინ, ჩემმა მეგობარმა გოგომ, უკრაინაში ნახა მსგავსი პროდუქტი, რომელიც იქ არ იყო პოპულარული, ჩვენთან კი საერთოდ არ არსებობდა, თანაც, მგონია, რომ საქართველოში არის პრობლემა  – „რა ვაჩუქო?!“ – რამე ორიგინალურის ჩუქება რომ გინდა ადამიანს, ძალიან ბევრი დრო და ენერგია გჭირდება შესარჩევად, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ონლაინ მარკეტი, სადაც იქნება მხოლოდ ორიგინალური და ინოვაციური საჩუქრები, მაგრამ ჩემი ბაზარზე გასასვლელი პროდუქტი არის, ამ ეტაპზე, პორტრეტები.



M:
 დაფუძნებამდე თუ იკვლიეთ ბაზარი?

პატარა ექსპერიმენტივით ჩავატარე  და ეს პროდუქტი ვაჩუქე ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანს – დაწყებული 5 წლის ბავშიდან – 50+ -ით დამთავრებული. ყველა ერთნაირი ემოციით ელოდებოდა, ახევის მერე რა იქნებოდა, განურჩევლად, სქესისა და ასაკისა. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ კარგად უნდა ემუშავა ამ იდეას. ბავშვისთვის რომ გაფერადებისა და ახევის პროცესი სახალისო იქნებოდა, ცხადია. უფრო მოზრდილების შემთხვევაში კი, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ადამიანი, ფუნჯთან და სახატავ ტილოსთან შეხება ბავშვობასთან ასოცირდება, მაგიტომაა საინტერესო. თან მთავარი არის ის, რომ რასაც გინდა, იმას დახატავ. 5 ფერის არჩევის საშუალება კი იმიტომ აქვთ მომხმარებლებს, რომ ამ რაოდენობის ფერთა კონტრასტი იდეალურია.M: მომხმარებელთან რა ფორმით გაქვთ კომუნიკაცია?
მომხმარებლებმა, ჯერჯერობით, ფეისბუკზე უნდა გამომიგზავნონ ფოტოები, დაახლოებით, 1 თვეში კი იქნება შესაძლებელი, რომ პირდაპირ საიტიდან შეუკვეთონ: ატვირთონ ფოტო, აირჩიონ ფერები, ზომა. გვაქვს უფასო საკურიერო მომსახურება და შესაბამის მისამართზე მასალები ადგილზე მიგვაქვს შეკვეთიდან შეკვეთიდან, 2-3 დღის განმავლობაში.

M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და როგორ ხდება ანგარიშსწორება? 
ფასი ინდივიდუალურია ზომების მიხედვით – 69-დან 149 ლარამდე ფასით. რაც შეეხება ანგარიშსწორებას, საიტის ამუშავებისთანავე, შესაძლებელი იქნება, ონლაინ რეჟიმში გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ არ აქვს მომხმარებელს ინტერნეტბანკი, გადახდა შესაძლებელი იქნება ჩასარიცხ აპარატებზე გამოყოფილი გრაფით – flipshop.ge. 

განხილვა