in

Adidas–ის არაჩვეულებრივი სანახაობა ფრენკ სინატრას სიმღერის ფონზე

Adidas-ის ვიდეორგოლები ყოველთვის მიმზიდველი, საინტერესო და სანახაობრივია. ამჯერად, ბრენდმა Originals–ისთვის ძალიან შთამბეჭდავი რეკლამა გამოუშვა, რომელშიც მოდის სამყაროს ცნობილი წარმომადგენლები და სნუპ დოგი მონაწილეობენ. ახალ ნამუშევარს მუსიკალურად ლეგენდარული ფრენკ სინატრას “My Way”– აფორმებს.

 

https://www.youtube.com/watch?v=cv53BKMYsy0

ვიდეო ბრენდის გზავნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა ხელოვანი ადამიანისთვის. სიმღერის ტქსტიც და რგოლის სახელწოდებაც საკმაოდ ხმამაღალი მოწოდებაა ყველასთვის, აკეთონ ის, რაც უნდათ, თან ისე, რომ არაფერში შეიზღუდონ, სწორედ იმიტომ, რომ ორიგინალობასა და შემოქმედებითობას საზღვარი არ აქვს. რაც მთავარია, უნდა  აკეთონ ისე, როგორც მათ სურთ… და ბოლოს თქვან, როგორც ფრენკი იტყოდა: “I did it my way”.

რას მოიცავს “იუვენტუსის” ახალი ლოგოს კონცეფცია?

Mozilla-ს ახალი ლოგო აქვს