ჯეიმზ ჰარდენი, 21 Savage, ქენდალ ჯენერი, ანუ ისევ ცნობილი სახეები, კვლავ ფრენკ სინატრას My Way და ამჯერადაც საოცრად მიმზიდველი, ორიგინალური გაურკვევლობა. სწორედ ასე გამოიყურება Adidas-ის Originals-ისთვის შექმნილი მორიგი სარეკლამო ვიდეორგოლი. ამ ექსტრავაგანტული და მოდური ქაოსის ავტორია სააგენტო Johannes Leonardo, რომელმაც მაყურებელს მოლოდინი არ გაუცრუა და ახლაც ეფექტური სანახაობა შესთავაზა. ბრენდის მთავარი უპირატესობა ყოველთვის მრავალფეროვნება იყო და ეს ამ ვიდეოშიც ძალიან კარგად ჩანს, განსხვავებული კოლექცია და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ადამიანები. საბოლოო ჯამში კი ყველაფერის ერთად არაჩვეულებრივი სინქრონი.
https://www.youtube.com/watch?v=UkdsGeJxDcA