in

Orion-ის კოსმოსურ ხომალდში Alexa-მ Party Mode ჩართო!

Lockheed Martin-მა, რომელმაც მთვარეზე მოგზაური Orion-ის კაფსულა ააგო, ახლა, Amazon Alexa-ს დახმარებით, კოსმოსურ ხომალდში party mode ჩართო! დიახ, ე. წ. წვეულების რეჟიმი, რომელიც სხვადასხვა ფერის ნათებას გულისხმობს… ამის დამადასტურებელი ვიდეოც კი არსებობს, სადაც მეცნიერი Alexa-ს მიმართავს — Alexa, party mode და ციფრულ ხმოვან ასისტენტს სადღესასწაულო განათების ჩართვისკენ უბიძგებს. 

თუ თქვენ არ აკონტროლებთ განათებას თქვენივე Alexa-თი, მაშინ წარმატების მინიმალურ ზღვარსაც კი ვერ მიუახლოვდებით, — აცხადებენ Lockheed Martin-ში.

Callisto აღჭურვილი იყო როგორც Alexa-ს დინამიკით, ისე iPad-ით, რომელშიც Cisco Systems-ის მიერ შემუშავებული ვიდეოკონფერენციის პროგრამა გადიოდა. ეს მიზნად ისახავს ასტრონავტებისთვის ახალი გზების შეთავაზებას, რათა კავშირი ჰქონდეთ დედამიწაზე არსებულ ადამიანებთან. თეორიულად კი, party mode ასტრონავტების გართობასაც შეიძლება ემსახურებოდეს…

თუმცა მოდით, ვაღიაროთ, ეს უფრო მეტად ბიზნესის ხრიკებია და ნაკლებად ასტრონავტების გამოცდილების გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯი. ცოტა ირონიულიც კია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხმოვანი ასისტენტების ინდუსტრიას ახლა სერიოზული პრობლემები აქვს — Alexa-მ ბოლო პერიოდში Amazon-ს 10 მილიარდი დოლარი დააკარგვინა… 

შესაძლოა, ამან რაღაც პატარა შედეგები გამოიღოს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ რეალურად მიაწვდის თუ არა Alexa რაიმე მნიშვნელოვანს კოსმოსურ მისიებს, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს…

Ukraine is Here — Google-ის ახალი პროექტი, რომელიც უკრაინაში გამოგზაურებთ

საინტერესო ფაქტები ცნობილი მანქანების შესახებ, რომელთა შესახებაც შეიძლება არ იცოდით