3
Dec
2019

„ორიონ ჯგუფმა“ ვირტუალური ფული შექმნა – სიახლე სამშენებლო სექტორში

3 Dec 2019

ორიონ – ტოკენი არის ვირტუალური ფული „ორიონისგან“, რომელიც საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ საჩუქარი. „ჩვენ, პირადად თქვენთვის, შევქმენით სასაჩუქრე სისტემა, რომლითაც შეგიძლიათ თქვენთვის მინიჭებული ტოკენების რაოდენობით, სასურველი საჩუქრების მიქსი შექმნათ.“

თამაშის წესები ასეთია: 

  • ირჩევთ ბინას
  • შეიძენთ ჩვენს გონიერ ბინას 14 იანვრამდე
  • იღებთ ორიონ – ტოკენების წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობას
  • ქმნით თქვენი საჩუქრების იდეალურ, თქვენზე მორგებულ კომბინაციას

ვფიქრობორიონ – ტოკენის შემოღება საკმაოდ საინტერესო და გამბედავი ნაბიჯია. კომპანია კიდევ მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვან, გონივრულ სიურპრიზს შესთავაზებს მომხმარებელს – ამბობს დირექტორის მოადგილე ზურა მატარაძე.

​მისი თქმით, „ორიონი“ ახალ შესაძლებლობებს ქმნის, სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს ორიონ – ტოკენის შექმნა. ამით სურთ, მომხმარებლებს საშუალება მისცენ, ბინის 14 იანვრამდე შეძენის შემთხვევაში, თავად აირჩიონ საჩუქარი.

„ორიონის“ დამფუძნებლები მშენებლობის ინდუსტრიაში უკვე 15 წელზე მეტია ჩართულები არიან. ამბობენ, რომ სხვების დაკვეთით შექმნილი შენობები, სრულად ვერ გამოხატავდა მათ მისწრაფებებსა და რწმენას, ამიტომ 2017 წელს, გადაწყვიტეს საკუთარი ბრენდი შეექმნათ.

„ორიონ ჯგუფს“ ორი ფუნდამენტური რწმენა გააჩნია – ტექნოლოგიები, როგორც პროგრესის ძირითადი წყარო და ხარისხიანი, მდგრადი მშენებლობა, რომელიც დროს გაუძლებს და ამავდროულად ქალაქის ესთეტიკას არ შელახავს.

ჩვენი პირადი მისწრაფებებისა და ფასეულობების საფუძველზე, გაჩნდა იდეა აგვეშენებინა უმაღლესი ხარისხის, კომფორტზე ორიენტირებული სახლებიდაგვეინტეგრირებინა უახლეს ტექნოლოგიებთან და ამგვარად ხელი შეგვეწყო 21-ე საუკუნის ცხოვრების სტილისთვის – ამბობს კომპანიის დირექტორი გივი ქუთათელაძე.

„ორიონ ჯგუფში“ ფიქრობენ, რომ პირველი კომპლექსი ყოველთვის ბრენდის სავიზიტო ბარათია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ განვითარებასა და გაუმჯობესებას და ვფიქრობთ, რომ ყოველი შემდეგი აშენებული სახლი წინას უნდა სჯობდეს, მოთხოვნები პირველი კომპლექსისს მიმართ ძალიან მაღალი იყო. „ორიონი“ ჩვენი ფილოსოფიისა და ძლიერი მხარეების ნათელი გამოხატულებაა, რადგან:

  • „ორიონის“ მდებარეობა, ჭავჭავაძის გამზ. # 49ე-ში, ერთ-ერთი ყველაზე გონივრული და ხელსაყრელია თბილისში. ამ ლოკაციის არჩევა ულამაზესმა ხედებმა კუს ტბასა და ვაკის პარკზე და ამავდროულად, მშვიდმა გარემომ განაპირობა.
  • მშენებლობის პროცესი განხორციელდა ევროპული სტანდარტების დაცვით, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებით; მშენებლობისას, უპირატესობებს ვანიჭებთ თანამედროვე გადაწყვეტილებებს.
  • თითოეული ბინა დაპროექტებულია მაცხოვრებლის მაქსიმალურ კომფორტზე გათვლით.
  • მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაბარებული ბინა რეალურად მნიშვნელოვნად აღემატება მწვანე კარკასს. ბინა მიყვანილია კოსმეტიკურ სამუშაოებამდე.
  • სახლში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები – ელექტრო გასაღები,  სარკე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას, ელექტრო ლიფტი მანქანებისთვის და სხვა.

მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართაც კომპანიის ხედვა განსხვავდებოდა ბაზარზე დადგენილი წესებისგან. გაყიდვები და კომუნიკაცია  სანამ სახლის ¾ არ აშენდებოდა, არ დაწყებულა, რადგან ბრენდს სწამს, რომ მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის, თუ ზურგს გაკეთებული საქმე არ გიმაგრებს. ფაქტობრივად, ახლა, როდესაც სახლი რამდენიმე თვეში სრულდება, ვიწყებთ სრულმასშტაბიან კომუნიკაციას, რადგან გვჯერა, რომ აუცილებელია მომხმარებელმა დაინახოს და სრულად იგრძნოს ის ხარისხი, რომელსაცორიონითავაზობს, – ამბობს კომპანიის მარკეტერი ქეთა დათუკიშვილი.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, „ორიონს“ ორი ძირითადი რამის სჯერა: მომავლის ტექნოლოგიების და მდგრადი, ხარისხიანი მშენებლობის.

#პროექტისფილოსოფია​

„21-ე საუკუნე ახალ საცხოვრებელს მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილის სინთეზს – ანუ, დღევანდელობის ყველაზე გონივრულ არჩევანს.

ჩვენ გამოგვარჩევს:

  • მხოლოდ თანამედროვე გადაწყვეტილებები მშენებლობისას
  • უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და სრული ხარისხის მართვა (TQM), მთელი სამშენებლო პროცესის განმავლობაში
  • უნიკალური, ცენტრალური ლოკაცია​
  • კომფორტზე ორიენტირებული ბინების გეგმარება
  • ყველაზე ხელსაყრელი ჩაბარების პირობები
  • უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს“.

პარტნიორის კონტენტი 

განხილვა