NASA-ს Artemis 1 Orion-ის კაფსულა იმაზე უფრო შორს წავიდა, ვიდრე აქამდე სხვა კოსმონავტების გადასაყვანად შექმნილი კოსმოსური ხომალდი ყოფილა… ამჯერად კი უეკიპაჟო Orion რეკორდულ მანძილს გვთავაზობს — 26 ნოემბერს დილის 8:40 საათზე დედამიწიდან 400 171 კილომეტრის დაშორებით გაფრინდა. მანამდე კი ეს რეკორდი Apollo 13-ის კოსმოსურმა ხომალდმა 1970 წელს დაამყარა.
„ჩვენ იმდენად დაკავებულები ვიყავით, რომ უბრალოდ დრო არ გვქონდა ამაზე ფიქრისთვის. სინამდვილეში სულ რაღაც 1 წლის წინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ Apollo 13-ით დედამიწიდან ყველაზე შორს გავფრინდებოდით. ვფიქრობდით, რომ ამას სხვა მისიის დროს მოვახერხებდით“, — განმარტავს გერი გრიფინი, რომელიც Apollo 13-ის მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
Apollo 13-მა მთვარის გრავიტაციის გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობის გამო მიაღწია ამ მანძილს, რათა კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე რაც შეიძლებოდა უსაფრთხოდ და სწრაფად დაებრუნებინათ… მსგავსად, არც Artemis 1 შექმნილა Apollo 13-ის რეკორდის მოსახსნელად. ეს იმიტომ გააკეთა, რომ NASA-მ Orion-ის კაფსულა მთვარის შორეულ რეტროგრადულ ორბიტაზე გაგზავნა.
„Artemis 1 შეიქმნა Orion-ის სისტემის გამოსაცდელად, ჩვენ კი შორეულ რეტროგრადულ ორბიტაზე გავჩერდით, რაც ძალიან კარგი გზა იყო ამის გასაკეთებლად. მაგრამ ისე მოხდა, რომ Apollo 13-ის რეკორდის მოხსნა შევძელით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ კვლევის საზღვრების გადალახვა და კოსმოსური ხომალდის იმაზე უფრო შორს გაგზავნა მოვახერხეთ, ვიდრე აქამდე გაგვიკეთებია“, — აცხადებს ჯიმ გეფრი, NASA-ს Orion-ის კოსმოსური ხომალდის მენეჯერი.
როგორც ამბობენ, Orion Apollo 13-ზე გაჩერებას არ აპირებს. Nasa ფიქრობს, რომ დღეს იგი 432 194 კილომეტრსაც მიაღწევს… შემდეგ კი მოგზაურობას გააგრძელებს და 11 დეკემბრისთვის დედამიწაზეც დაბრუნდება.