in

ORS PAIR: ბრენდისა და მარკეტინგის ახალი სტრატეგიული სააგენტო, გააზრებული ურთიერთკავშირების ძიებაში

მსოფლიო ბრენდების ევოლუციის გზაზე ბევრი დასამახსოვრებელი ნარატივი სწორი დაკავშირების შედეგად წარმოიქმნა: ორი სუბიექტის, ორი ინდივიდის, ან ადამიანთა ორი ჯგუფის კოლაბორაციით. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით შეიქმნა ბრენდისა და მარკეტინგის ახალი სტრატეგიული სააგენტო ORS PAIR.

სააგენტოს მთავარი მიზანია, პარტნიორებს სტრატეგიული მიდგომებით დაეხმაროს კულტურულად მნიშვნელოვანი ბრენდების ჩამოყალიბებაში. ბრენდები, რომლებიც დადებით გავლენას იქონიებენ ადამიანებსა და გარე სამყაროზე. ბრენდები, რომელთა სათქმელიც არასდროს ჩაიკარგება ქაოტურ ყოველდღიურობაში. ბრენდები, რომლებიც ტონის ზედმეტად აწევის გარეშე შეძლებენ ხმამაღალი განაცხადის გაკეთებას.

გამოწვევა: ბრენდ სტრატეგია და მისი კონსისტენტურობა

თანამედროვე კომპანიებს ყველაზე მეტად ადამიანებთან ემოციური კავშირის დამყარება და შემდეგ ამ ნდობის შენარჩუნება სჭირდებათ. ასეთ კონტექსტში კი აზრიანი სტრატეგიის შექმნა და მისი ავთენტური განხორციელება გადამწყვეტია.

„ძირეული სტრატეგიის შექმნა ბრენდს აძლევს საშუალებას, მიიღოს ინტუიციური გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება აზრიანი და თანხვედრაში მოვა მის იდენტობასთან. ეს არის კარგად განსაზღვრული სტრატეგიის ძალა — ის ანათებს გზას და ბრენდებს შესაძლებლობას აძლევს, იყვნენ თანმიმდევრული, შინაარსიანი და გავლენიანი.

მომხმარებელი კი ბრენდის სულს მასთან ნებისმიერ შეხების წერტილში უნდა გრძნობდეს, გამონაკლისის გარეშე: იქნება ეს ციფრულ თუ ფიზიკურ სივრცეში, ან ფუნქციურ, პერსონალურ თუ კოლექტიურ დონეზე. ჩვენი მისიაც ესაა: შევქმნათ ბრენდები სტრატეგიული მიდგომით, ან დავეხმაროთ უკვე არსებულ ბრენდებს სტრატეგიული შინაარსის შეძენასა და მის პრაქტიკულად იმპლემენტაციაში — ბუნებრივად, კონტექსტის გათვალისწინებით. დავანახოთ მათ, სად შეუძლიათ ყველაზე შესამჩნევი გავლენის ქონა, რა გზით იქონიებენ ეფექტს გარე სამყაროზე, და დავეხმაროთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაში — მთელი პროცესის განმავლობაში. ORS PAIR-ის გუნდისთვის პრიორიტეტულია, რომ აქ ჩამოყალიბებული თითოეული ბრენდის იდენტობა გავრცელდეს: პროდუქტში, სერვისში, გამოცდილებაში, კულტურასა და მომხმარებელთან გადაკვეთის ყველა სხვა არეალზე“, — ნათია ჩომახაშვილი, კომპანიის ORS PAIR თანადამფუძნებელი და CEO.

„მიუხედავად მისი შეუფასებელი მნიშვნელობისა, სტრატეგიის შედგენა ბრენდის შენების მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ORS PAIR კი თავის პარტნიორებს ამ სტრატეგიის ხელშესახებად განსახორციელებლად საჭირო ყველა ინსტრუმენტსაც სთავაზობს. გვინდა, ჩვენმა პარტნიორებმა იგრძნონ, რომ მათი ბრენდების ევოლუციის ყოველი ეტაპი ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, შექმნიდან დაწყებული, მისი კონტექსტური ადაპტაციით გაგრძელებული“, — თეა ჭანტურიძე, სააგენტოს თანადამფუძნებელი და არტ დირექტორი.

ამ ხედვის სრულფასოვნად აღსასრულებლად ORS PAIR ე. წ. „Pairing“ მიდგომას ირჩევს.

PAIRING, ანუ სინერგიული კავშირის მნიშვნელობა

კომპანიის სამუშაო მეთოდოლოგია სინერგიის პრინციპებს ეყრდნობა: ORS PAIR ყოველდღიურ საქმიანობაში სუპერ-წყვილების შექმნას მოიაზრებს. ეს Pairing, ანუ ე.წ საქმიანი დაწყვილება, კომპანიის მიდგომებში სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება, ამ ეტაპზე კი სააგენტო კონცეფციის სამ ძირითად ფორმას აერთიანებს.

  • PAIR I: სააგენტოსა და პარტნიორის სინთეზი
    პირველი წყვილი არის სააგენტოსა და პარტნიორის ერთობა. ORS PAIR-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთ ბრენდებთან კავშირი, რომლებსაც აქვთ სწორი განზრახვები და მზად არიან, ადამიანთა ყოველდღიურობა უკეთეს ადგილად აქციონ. სანაცვლოდ, სააგენტო ეხმარება მათ როგორც ახალი ბრენდების შენებაში, ისე უკვე დაარსებული ბრენდების მარკეტინგულ ჭრილში გადააზრებასა და გაძლიერებაში.
  • PAIR II: ტალანტების კოლაბორაცია
    სააგენტოს სამუშაო პრინციპი ინოვაციურია: ის ისეთი სპეციალისტებს აკავშირებს, რომლებიც საუკეთესოდ ერგებიან კონკრეტულ მოცემულობას, სფეროს და ინტერესის არეალს. ტრადიციულად, აქ არ არის ერთი გუნდი, რომელიც სააგენტოში შემოსულ ყველა პროექტზე თანაბრად მუშაობს. არამედ ყალიბდება პროფესიონალთა ქსელური კავშირი, საიდანაც ყოველი ახალი გამოწვევისთვის სპეციალურად შეირჩევიან საუკეთესო წყვილები. ტალანტები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებსაც აერთიანებთ საზიარო ინტერესი და სპეციფიკური გამოცდილება ამა თუ იმ პროექტის გარშემო.
  • PAIR III: სტრატეგიისა და კრეატივის გადაკვეთა
    შემოქმედებითი მხარე მთლიანად დაფუძნებულია სტრატეგიულ გადაწყვეტებზე, რაც სამუშაო ყოველდღიურობაში არეულობის ადგილს არ ტოვებს. ORS PAIR-ში კრეატიული ქაოსიც კი სტრუქტურულია, ხოლო ინტუიტური გადაწყვეტილებები კვლევაზე დაფუძნებული საფუძვლიანი ქვეცნობიერი ცოდნიდან მომდინარეობს.

„Pairing“, რომლის შესატყვისიც ქართულ ენაში მრავლად არსებობს — კოლაბორაცია, თანხვედრა, ინტეგრირება, დაწყვილება, შეხამება — ახალი სტრატეგიული სააგენტოს მთავარი ღირებულებაა.

კონცეპტუალური ეტიმოლოგია: რა არის ORS PAIR?

პირველადი შთაგონება საიდანაც სახელი წამოვიდა არის pairing, როგორც სააგენტოს ცენტრალური მიდგომების სათავე და ბრენდის იდეოლოგიური საფუძველი. კომპანიის მიზნებს კი ასევე პირდაპირ ეხმიანება ტერმინი Hors Pair, რაც რაიმე განუმეორებლისა და ანალოგის არ მქონეს აღსაწერად გამოიყენება. მცირედი მოდიფიკაციის შედეგად კი გამოვიდა სახელი ORS PAIR, რაც როგორც იდეურად, ისე ესთეტიკურად ზუსტად მოერგო ბრენდის კონცეფციას.

სააგენტოში სჯერათ, თავად ORS PAIR ავტონომიურ ტერმინად ჩამოყალიბდება;

ORS PAIR განმარტება — განსხვავებული ელემენტების გაერთიანებით, რაღაც ნამდვილად განუმეორებლის შექმნა.

თანხვედრის წერტილი: პირველი გადაკვეთა

კომპანიის შექმნის იდეა ნათია ჩომახაშვილს და თეა ჭანტურიძეს ეკუთვნით. კორპორატიულ სივრცეებში ერთად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების ლოგიკური კულმინაცია, ბრენდისა და მარკეტინგის ახლებური სტრატეგიული სააგენტოს შექმნა იყო. მათი კარიერული თავგადასავალი მოიცავს როგორც ლოკალურ ბრენდებზე ერთობლივ მუშაობას, ისე გლობალურ პროექტებზე კოლაბორაციას. მრავალფეროვანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ მეამაში აღმოჩნდნენ, სადაც ნათია CMO-ს, თეა კი არტ დირექტორის პოზიციას იკავებდა. ბოლო წელია, ისინი უკვე დამოუკიდებელ პროექტებზე მუშაობენ. ამ გაერთიანებამ წარმოშვა ახალი კომპანიის შექმნის საფუძველი, რომელიც წლობით დაგროვილ ცოდნას სააგენტოს ინოვაციურ გამოცდილებაში გადათარგმნიდა.

„არაერთ ბრენდსა და პროექტზე წარმატებულად მუშაობამ და მოთხოვნის გაზრდამ მიგვიყვანა იმ წერტილამდე, რომ ეს ყველაფერი ისეთ სააგენტოდ გარდაგვექმნა, სადაც იგივე ღირებულებებით, მსგავსი მიდგომებით და ინოვაციურ ბრენდებზე მუშაობის სურვილით გავაერთიანებდით ადამიანებს საქართველოში და მის გარეთ“, — ნათია ჩომახაშვილი.

კომპანიის დამკვეთები და პარტნიორი კომპანიები გამოჩნდნენ როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ბაზარზეც, კანადასა და შუა აზიაში.

ინკლუზიური სამუშაო კულტურა

კომპანიაში ადამიანური ფაქტორი უპირველესი მნიშვნელობისაა. სწორედ ამიტომ, ORS PAIR თავის კორპორატიულ პოლიტიკას გლობალურ სამუშაო მოდელზე აგებს. აქ თითოეულ ადამიანს შეეძლება იმუშაოს თავისთვის სასურველი ლოკაციიდან, თუმცა მათთვის, ვისაც საკუთარ მეწყვილესთან ფიზიკურ სივრცეში ერჩივნება იდეებზე ფიქრი, თბილისის მყუდრო ოფისშიც შეეძლება მისვლა და შთაგონების ძიება.

„ყველა ინდივიდუალურია და, შესაბამისად, უნიკალური პოტენციალის მატარებელი. ამ შინაგანი რესურსის მაქსიმალურად გამოსათავისუფლებლად კი მნიშვნელოვანია, თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობდე იქ, სადაც ყოველდღიურად გიწევს ყოფნა. ORS PAIR სწორედ ასეთ გარემოს ქმნის, ციფრული და ფიზიკური სივრცეების ჰიბრიდულ სინთეზს, სადაც წახალისებულია ინოვაციურ იდეებზე ფიქრი და შემოქმედებითი საქმიანობა, ერთმანეთის პატივისცემა კი ძირეულ ღირებულებას წარმოადგენს“, — თეა ჭანტურიძე.

მათი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა როგორც საერთაშორისო ბრენდების მხარდაჭერა ქართულ ბაზარზე შემოსვლის კუთხით, ისე ქართული ბრენდების მხარდაჭერა საერთაშორისო არეალზე გასასვლელად.

Orspair.com კომპანიის ვებგვერდია, სადაც კიდევ უფრო დეტალურად გაეცნობით ინფორმაციას თუ ვინ არიან, რას აკეთებენ და რა მიდგომებით.

[R]

კოსმოსში ფრენა თავის ტვინში ხანგრძლივ სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევს — კვლევა

როგორ უნდა პოზიციონირდნენ პატარა ბრენდები „გადატვირთულ“ ბაზარზე?