in

თბილისში Orsay გაიხსნა

orsay

თბილიში ახლადგახნსილი Orsay საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა გათვლილი. შესაბამისი იქნება ფასებიც.

Orsay – გერმანული ტანსაცმლის ბრენდია, შექმნილი მხოლოდ ქალბატონებისათვის, რომელიც 1975 წელს დაარსდა. დღეისათვის ბრენდს მსოფლიოში, თბილისის ჩათვლით, 621 მაღაზია აქვს. საქართველოში მას კომპანია ”ედრესი” წარმოადგეს.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ანი ჭოხონელიძე ამბობს, რომ ფასები გერმანიაში არსებულის იდენტური იქნება და ამას ევროპული მხარე გააკონტროლებს.

რატომ გადაწყვიტეთ ამ ბრენდის თბილისში გახსნა? არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის ამის შესახებ

orseyის , რომ ”ორსეი” ედრესის ქსელის კიდევ ერთი მაღაზია გახდა, მაღალი ხარისხის გარანტიაა. ვცდილობთ, შემოვიყვანოთ ძლიერი, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი ბრენდები. რაც შეეხება ცნობადობას, ვფიქრობთ, ქართველი მომხმარებელი მალევე გაეცნობა და შეიყვარებს ამ ბრენდს. აქ არის სამოსი საკმაოდ ფართო ასაკობრივი სეგმენტისათვის და ნებისმიერი შემთხვევისათვის. რაც მთავარია, არის ხარისხისა და ფასის კარგი სინთეზი.

ინტერესი თუ არის ამ ბრენდის მიმართ?

მაღაზია ზუსტად 6 დღეა გაიხსნა და საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მომხმარებელთა რაოდენობა დღითი–დღე მატულობს.

როგორ აპირებთ ამ ბრედის ბაზარზე დამკვიდრებას? რაიმე კამპანიას თუ გეგმავთ?

”ორსეის” ”ედრესის” დანარჩენი ბრენდების მსგავსად მაქსიმალურად გავაცნობთ ქართველ მომხმარებელს. ბრენდი ბაზარზე ადგილს ვფიქრობთ მარტივად დაიმკვიდრებს, გამომდინარე ფასებიდან და მაღაზიაში არსებული კოლექციის მრავალფეროვნებიდან.

ამასთან, ”ორსეის” ადგილმდებარეობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პოტენციური მომხმარებლების დიდმა ნაკადმა დაინახოს ეს ბრენდი. ხოლო ფასისა და ხარისხის შესაბამისობა ვიზიტორების დიდ ნაწილს ერთგულ მომხმარებლებად აქცევს.

თბილისში მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე ბრენდი უკვე არის. იქ მსგავსი ტიპის სამოსის ყიდვა შეიძლება, როგორც

orsey2

”ორსეიში”. რატომ აირჩევს მომხმარებელი თქვენს ბრენდს?

”ორსეი” – ეს არის გერმანული, მაღალი ხარისხის ბრენდი, ხელმისაწვდომი, საკმაოდ დაბალი ფასებით და მრავალფეროვანი კოლექციით – ეს არის მიზეზი რატომაც აირჩევს მომხმარებელი ამ ბრენდს. ამასთან, ეს არ არის ვიწრო ასაკობრივ ნიშაზე გათვლილი ბრენდი. ასორტიმენტიც საკმაოდ დიდია. აქ შეძლებთ როგორც ყოველდღიური სამოსის შეძენას, ასევე კლასიკური და საღამოს ტანსაცმლისაც. კოლექციის განახლება მოხდება კვირაში ერთხელ.

თქვენ თავად ვის მიიჩნევთ კონკურენტად?

სტილის მხრივ კონკურენტებად შეგვილია მივიჩნიოთ მანგო, ზარა, სტრადივარიუსი. თუმცა თუნდაც, ზემოთჩამოთვლილ ბრენდებთან შედარებით ”ორსეიში” ფასები უფრო დაბალია ხარისხი – მაღალი.

Lookbook-ის სანახავათ მიჰყევით ბმულს:

http://issuu.com/dzejsondonovan/docs/orsay_lookbook_fw2013_es_005/7?e=2585434/4496673

გულით სმენა

betterfly

დათო ჯაში – Betterfly