in ,

მადლობა ღმერთს,რომ მე ვარ ქალი! – თბილისში “ORSAY” იხსნება

ორსაი

თბილისში ნამდვილი ბრენდების  “ბრძოლაა” . ერთი მეორეს მიყოლებით იხსნება მსოფლიოში ცნობილი მაღაზიები. დაახლოებით ,  ერთ თვეში    მათ  კიდევ ერთი , ტანსაცმლის  გერმანული ფირმა “ORSAY” შეემატება, რომელსაც  ქართულ ბაზარზე    “ედრესი” წარადგენს.

ორსაი

მთელს ამ “ორომტრიალში”,  “Adress”-ის კომერციული დირექტორი რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ “ORSAY” შეძლებს კონკურენცია გაუწიოს, თუნდაც , “Mango”-ს ან “Zara”-ს, რომლებიც რამდენიმე თვის წინანდელი გამოკითხვებით, თბილისში ყველაზე მოთხოვნადი ბრენდებად დასახელდნენ.

“პრომოდის” ახალი ფილიალი მარჯანიშვილზე გაიხსნება. “ORSAY”-სათვის კი ზუსტი ადგილი შერჩეული არ არის, განიხილავენ “პეკინისა”  და მარჯანიშვილის ქუჩებს.

“ORSAY”  საშუალო ფენის მომხმარებლზეა გათვლილი და ყოველდღიური სამოსის გარდა ,  ელეგანტური და “გამოსასვლელი” ხაზიც აქვს. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, მისი წარმატების  ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იქნება.

ასეთი კონკურენციის პირობებში და მაშინ როდესაც ხშირად საუბრობენ ეკონომიკურ სირთულეებსა  თუ  ბაზრის სიმცირეზე, საქართველოში საკმაოდ ბევრი ბრენდია. წარმომადგენელი კომპანიები ტანსაცმლის ბიზნესს წარმატებულად მიიჩნევენ. ყოველი ახალი ბრენდის გამოჩენისას ჩნდება შეკითხვა, გაამართლებს თუ არა და შეძლებს თუ არა  კონკურენცია გაუწიოს უკვე არსებულ ფირმებს. განსაკუთრებით,  მაშინ, თუ ახალ  ბრენდს ნაკელბად იცნობს ქართველი მომხარებელი.

rezo magalashviliრეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ “ORSAY” -ს სტილი უნდა მიიღოს ქართველმა მომხმარებელმა.

“პრომოდ”-ისა და “მანგოს”-ს  წარმატება მაძლევს ამის ფიქრის საბაბს. ჩვენი მრავალრიცხოვანი კლიენტები დაგვეხმარებიან ეს ბრენდი სწრაფად გახდეს პოპულარული”,-ამბობს რეზო მაღალაშვილი.

“ORSAY”-ს ერთ-ერთი კონკურენტი, ამავე რითეილერის მიერ წარმოდგენილი ბრენდის, პრომოდის გარდა, “Mango” მოიაზრება. სეგმენტი და  ფასები, თითქმის,  ერთნაირია. ორივე მათგანი ე.წ. ქუჩის შოპინგს წარმოადგენს და დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებშია განლაგებული.

“მანგოში” ამბობენ, რომ შესაძლოა, ახალმა ბრენდმა კონკურენცია გაუწიოს მანგოს, თუნდაც სიახლის ხარჯზე მიიზიდოს მომხმარებელი.

“გარკვეული პერიოდის შემდეგ მომხარებელი, ისევ დაუბრუნდება ჩვენს ბრენდს”,-ამბობს მელანო მელაშვილი.

მისი თქმით, “Mango”  კონკურენტებისაგან იმით გამოირჩევა, რომ აქვს საკუთარი სტილი და, ამავდროულად, ცდილობს არ ჩამორჩეს მოდას. ამასთან, მიაჩნია, რომ “მანგო”-ს ქართველი მომხარებელი მიჩვეულია.

“მე, პირდაპირ  კონკურენტად “პრომოდს” ნაკლებად მივიჩნევ, უფრო მეტად, ვთვლი, რომ “ზარაა” ჩვენი კუნკურენტი. “მანგო” –ს აქვს საკუთარი სტილი, ხელსაწყრელი ფასები და მუდმივად ცდილობს არ ჩამორჩეს მოდას. სწორედ  ამით ვუწევთ კონკურენციას სხვა ბრენდებს”,-ამბობს მელანო მელაშვილი.

საშიში სული, რომელიც სილამაზის სალონში მომხმარებელს აშინებს!

მატიანე

კომპიუტერის პირველი ქართული “სექსუალური” რეკლამა