14
Jan
2019

ორსულების ბანდაჟი, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობას დააკვირდება – UPDATE

14 Jan 2019

veon
veon


 

ბანდაჟი, რომელიც მუცლადმყოფი ბავშვის ჯანმრთელობას აკვირდება, კომპანია Owlet-ს ეკუთვნის. ბანდაჟს პატარა, პლასტიკური სენსორი აქვს ცენტრში, რისი დახმარებითაც შესაძლებელია ბავშვის გულისცემის, დარტყმების სიხშირის, შეკუმშვებისა და დედის ძილის პოზიციის წაკითხვა და ჩაწერა. როგორც Owlet-ის დირექტორი, ევან გრიფინი ამბობს, ექიმის ჩარევის გარეშე, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, ნაყოფის გულისცემას მოუსმინონ და დააკვირდნენ. ბანდაჟის გამოყენება ორსულობის 24 კვირიდანაა შესაძლებელი. ის სმარტფონის აპლიკაციას უკავშირდება და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციისა და ბავშვის გულისცემის ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს მშობლებს. ბანდაჟი 2019 წლის ბოლოს გამოვა. ფასი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაახლოებით, $300 ეღირება.

წყარო: Engadget

განხილვა