in

დასაკეცი კაიაკი, რომელიც 9 კილოს იწონის და 2 წუთში იხსნება

veon
veon

კალიფორნიულმა კაიაკების მწარმოებელმა კომპანია Oru-მ ახალი დასაკეცი კაიაკი წარადგინა, რომელიც აქამდე არსებულ მოდელებთან შედარებით ძალიან მსუბუქია – იწონის 9 კილოს და ამასთან, ძალიან კონპაქტურია, რადგან მისი დაკეცვა და გაშლა მარტივად შეგიძლიათ. ახალი კაიაკის გახსნა 2 წუთშია შესაძლებელი.

კაიაკი 3 მეტრის სიგრძეა, რაც რეკრეაციული ნავებში საკმაოდ გავრცელებული ზომაა. გარდა ამისა, მას ინტეგრირებული აქვს იატაკი, რომელიც უზრუნველყოფს ნავის მტკიცე გადაადგილებას წყლის ზედაპირზე. კაიაკი შექმნილია პლასტიკური მასალისგან, რაც მას გრძელვადიანი მოხმარების ნივთად აქცევს. დაკეცილ მდგომარეობაში ის 48 სანტიმეტრის სიმაღლისაა, სიგრძეში 1 მეტრია, ხოლო სიგანეში 25 სანტიმეტრი.

კიკსტარკერზე პროდუქტმა უკვე მოაგროვა საჭირო რაოდენობის მხარდამჭერი და სავარაუდოდ, ბაზარზე 2020 წლის მაისიდან გამოჩნდება. ამ ეტაპზე, წინასწარი შეკვეთის მსურველთათვის, მისი ფასი 749 დოლარია.

ვინ მოიგონა მგზავრების ეს საშინელი მომსახურება?! – გაიცანით ძმები ოლრაიტები, JetBlue-ს კამპანიიდან

Nestlé-მ ყავის ჩენჩოები გადაამუშავა და ველოსიპედი შექმნა