20
Feb
2019

Queen “ოსკარის” დაჯილდოებაზე დაუკრავს

20 Feb 2019

“ოსკარის” წლევანდელ ცერემონიაზე ბრიტანული როკჯგუფი Queen დაუკრავს. ამის შესახებ ამერიკის კინოაკადემიამ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. განცხადება ფრედი მერკურის ბიოგრაფიული ფილმის “ბოჰემური რაფსოდია” წლის საუკეთესო ფილმად ნომინირებას მოყვა. ამჟამად, Queen-ის შემადგენლობაში არიან ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი. ვოკალურ ნაწილში მათ ადამ ლამბერტი შეუერთდებათ.

 

ოსკარის ცერემონია 24 თებერვალს, ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართება.

ცერემონიაზე გამოვლენ ლედი გაგა და ბრედლი კუპერიც, რომლებიც ოსკარზე ნომინირებულ სიმღერას Shallow შეასრულებენ, ფილმიდან “ვარსკვლავი დაიბადა”.

განხილვა