in

2024 წლის „ოსკარზე“ ნომინირებული ფილმების გამორჩეული პოსტერები

მართალია, ოსკარის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ფილმების პოსტერებისთვის ცალკეული ნომინაცია არ არსებობს, თუმცა მათი მნიშვნელობა უდიდესია. თითოეული მათგანი კინემატოგრაფიულ შემოქმედებას დამატებით ხიბლს სძენს — მთელ სიუჟეტს შემოქმედებითად აერთიანებს, სახასიათო ელემენტებითა და სიმბოლური დატვირთვით. გამონაკლისი არც წლევანდელი ოსკარია, რომელთან დაკავშირებითაც ინდუსტრიის ოთხი პროფესიონალი საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.

ერიკ გარზა, Mutant-ის (ყოფილი Mondo) კრეატიული დირექტორი: „2023 წლის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი ლანთიმოსის Pure Things-ია. თაყვანისცემა მას შემდეგ დაიწყო, როგორც კი გრაფიკოს დიზაინერის, ვასილის მარმატაკისის ულამაზესი პოსტერები ვნახე. ხელით შესრულებული ელემენტებისა და ეფექტური ტიპოგრაფიის საშუალებით, თითოეული მათგანი მკაფიოდ აყალიბებს ფილმის ძლიერ ვიზუალურ იდენტობას“.

ეილინ სტეინბახი, SG Posters: „Poor Things-ის ყველა პოსტერი აბსოლუტურად გასაოცარი იყო. ბერძენმა გრაფიკოს დიზაინერმა განსაცვიფრებლად იმუშავა და კონცეპტუალური, სიურრეალისტური კომპოზიციები შემოგვთავაზა. ისინი არა მხოლოდ ფილმის არსს ეხმიანება მხატვრულად, არამედ საზოგადოებასაც იპყრობს თავისი უჩვეულო ხასიათით“. 

ენი გრავილისი, Gravillis Inc.-ის თანამფლობელი და კრეატიული დირექტორი: „მე მიყვარს ნოსტალგიური განცდა, რომელიც ამ პოსტერიდან მოდის — გატეხილი საშობაო ორნამენტის მეტაფორა სრულყოფილად ასახავს სამი ადამიანის მოგზაურობას, რომლებიც უნებლიედ ჩარჩებიან არდადეგებზე. ილუსტრაცია და ტიპოგრაფია ლამაზადაა შესრულებული, 70-იანი და ადრეული 80-იანი წლების ნიშნულს შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მძიმე თემებია გაშლილი, პოსტერი უფრო კომედიური ხასიათის მატარებელია“.

მიჩ პუტნამი, Mutant-ის კრეატიული დირექტორი: „ნილ კელერჰაუსი დიდი ხანია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დიზაინერია. სოციალურ ქსელში მისმა ერთმა ნამუშევარმა სამუდამოდ შეცვალა ფილმის პოსტერის თანამედროვე დიზაინი. როდესაც The Zone of Interest-ისთვის შესრულებული პლაკატი ვნახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ ამ ფილმისთვის უნდა მეყურებინა — რეალურად, ყველა პოსტერის საბოლოო მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს. სიმშვიდისა და სიბნელის თემატური ბინალურობა ბუნებრივ, დინამიკურ ვიზუალურ კონტრასტს იწვევს“.

Leica Women Foto Project-ის 4 გამარჯვებული გამოვლინდა!

Toyota-მ Pokemon-ის რეალური დრაკონი შექმნა!