Flitz Collective-ისა და SOLO & Mastercard-ის ორგანიზებით, 10 ოქტომბერს, Republic Event Hall-ში გაიმართება FLITZ EXPERIENCE Vol.2, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბელგიური ელექტრონული მუსიკის პროექტი Oscar and the Wolf ეწვევა.
Max Colombie-ს მუსიკალური პროექტი აერთიანებს პოპის, R&B-ს, EDM-ისა და ალტერნატიული ჟღერადობის ელემენტებს. Oscar and the Wolf-ის ლაივ პერფორმანსები ვიზუალური ეფექტებითა და მრავალფეროვანი ემოციური შთაბეჭდილებებით ხასიათდება.
არტისტი გამოდის ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა Pukkelpop და Tomorrowland. მისი ტრეკი “Warrior” ბელგიის ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ჰიმნად იქცა მსოფლიო ჩემპიონატზე.
ღონისძიების კარები გაიხსნება 22:30 საათზე. დასწრება შეუძლიათ 21 წელს მიღწეულ პირებს. SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
[პარტნიორის კონტენტი]











