in

2021 წლის ოსკარებზე ნომინირებული ფილმისთვის ხმები ქართული Postred-ის შექმნილია

ფოლი ხმის დიზაინის ერთ-ერთი ნაწილია. ის სინქრონული ხმების ჩაწერას ნიშნავს.

„აკადემიის ჯილდოს“ 93-ე ცერემონიაზე ფილმი “A Concerto is a Conversation” ნომინირებულია საუკეთესო მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ნამუშევრად. ჩვენთვის კი, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმდენად, რომ ფილმისთვის სრული ფოლი სერვისის შესრულება ქართულმა პოსტ-პროდუქციის კომპანია, Postred-მა უზრუნველყო.

ფოლი ხმის დიზაინის ერთ-ერთი ნაწილია. ის სინქრონული ხმების ჩაწერას ნიშნავს. ფოლი არტისტი ფილმსა თუ ნებისმიერ სხვა ვიზუალურ მედიაში არსებული გმირების მოძრაობებს იმეორებს, იქნება ეს სხვადასხვა ზედაპირზე სიარულის, ხელით შეხების, ტანსაცმლისა თუ სხვა ხმა. ჩაწერის პროცესი ე.წ. foley stage-ზე მიმდინარეობს და უამრავი ნივთისგან, ფოლი არტისტის მიერ, სიუჟეტის კონკრეტული მონაკვეთისთვის რელევანტური ხმები იქმნება.

საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

სად არის ქალის ადგილი?