in

ფილმები, რომლებიც 2024 წლის ოსკარებზე გამარჯვებას ელიან

„ბარბი” თუ „ოპენჰაიმერი”? ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს 96-ე ცერემონიალზე ბევრი ფილმია წარდგენილი, თუმცა კინომოყვარულები და კრიტიკოსები მთავარ კონკურენტებად ამ ორ ფილმს განიხილავენ. პრინციპში, ეს გასაკვირი არცაა, რადგან ბარბის 13 ნომინაცია აქვს, ოპენჰაიმერს კი რვა.

2024 წლის ოსკარის დაჯილდოება პირდაპირ ეთერში 10 მარტს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა. ამ დღეს ყველა კინომოყვარული განსაკუთრებულად ელოდება: წითელი ხალიჩა, ვარსკვლავები, ემოციები, გრანდიოზული შოუ და კულმინაცია – წლის საუკეთესო ფილმების, მსახიობების, სცენარისა და სხვა ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა. 

ამ სტატიაში ჩამოვწერთ იმ ფილმების სიას, რომლებიც საუკეთესო ფილმის ნომინაციაში თავიანთ ჯილდოს ელიან.

„ბარბი”

ბარბი და კენი ბედნიერად ცხოვრობენ Barbie Land-ის ფერად და, ერთი შეხედვით, სრულყოფილ სამყაროში. ერთ დღესაც მათ რეალურ სამყაროში გადასვლის საშუალება ეძლევათ, სადაც აღმოაჩენენ, რომ ყველაფერი არც ისე ჯადოსნურია, როგორც მათ აქამდე ეგონათ. ისინი ადამიანური ცხოვრების სირთულეებს შეეჯახებიან და მათნაირად სიხარულის შეგრძნებასაც ისწავლიან.

„ოპენჰაიმერი”

მეორე მსოფლიო ომის დროს გენერალ-ლეიტენანტი ლესლი გროვზ უმცროსი ფიზიკოს ჯ. რობერტ ოპენჰაიმერს „საიდუმლო მანჰეტენის” პროექტზე სამუშაოდ დანიშნავს. ოპენჰაიმერი და მეცნიერთა გუნდი წლებს ხარჯავს ატომური ბომბის შემუშავებასა და დიზაინზე. 1945 წლის 16 ივლისს ისინი მსოფლიოში პირველი ბირთვული აფეთქების მოწმე ხდებიან. ფილმი ბიოგრაფიული ტრილერის ჟანრს წარმოადგენს.

„ამერიკული ფიქცია”

მონკი იმედგაცრუებული რომანისტია, რომელსაც მოჰბეზრდა ისეთ ადგილას მუშაობა, რომლის მოგებაც „შავი გართობიდან” მოდის. ის იწყებს წიგნის წერას, სადაც გასართობი ინდუსტრიის თვალთმაქცობის მხილება უნდა. ფილმის რეჟისორი ქორდ ჯეფერსონია, მთავარ როლს კი ჯეფრი რაიტი ასრულებს.

„დაცემის ანატომია”

ფილმის მთავარი გმირი ქალია, რომელიც ეჭვმიტანილია ქმრის მკვლელობაში, ხოლო მათი ბრმა ვაჟი ერთადერთი მოწმეა. ქალის როლს სანდრა ჰულერი ასრულებს. ის ცდილობს, დაამტკიცოს, რომ უდანაშაულოა.

„მიტოვებულნი”

New England-ის სკოლაში საშობაო არდადეგები იწყება. სკოლის ინსტრუქტორი რჩება კამპუსში, რათა მიხედოს იმ სტუდენტებს, რომელთაც ამ დროს წასასველი არ აქვთ. ის სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს სკოლის მთავარ მზარეულთან, ქალთან, რომელმაც ახლახან დაკარგა ვაჟი ვიეტნამის ომში. მთავარ როლს ცნობილი ამერიკელი მსახიობი, პოლ ჯიამატი ასრულებს.

„ყვავილოვანი მთვარის მკვლელები”

ეს არის ვესტერნული დრამა, რომელშიც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო, რობერტ დე ნირო და სხვა ცნობილი მსახიობები ასრულებენ. ფილმის სცენარი დაფუძნებულია 2017 წლის წიგნზე, რომლის ავტორიც დევიდ გრანია. 

მოქმედება ვითარდება 1920-იან წლების ოკლაჰომაში და გადმოსცემს ოსაჟის წევრების მკვლელობების სერიას. 

„მაესტრო”

მაესტრო არის 2023 წლის ამერიკული ბიოგრაფიული რომანტიკული დრამა, რომელიც ამერიკელ კომპოზიტორ ლეონარდ ბერნშტეინს და მის მეუღლეს ფელიცია მონტეალეგრეს ეძღვნება. ფილმში კარგადაა ასახული მათი ურთიერთობა. ფილმის რეჟისორი ბრედლი კუპერია და მთავარ როლსაც თვითონ ასრულებს.

„წარსული ცხოვრება”

ნორა და ჰაე სუნი ბავშვობის მეგობრები იყვნენ, მაგრამ ნორას ოჯახი სამხრეთ კორეიდან ემიგრაციაში წავიდა, რის შემდეგაც მათი გზები გაიყო. გადის ათწლეულები და ბედისწერა მათ ისევ ახვედრებს, რა დროსაც მათ უწევთ დაბრკოლებების გადალახვა და არჩევანის გაკეთება.

„საბრალონი”

ფილმში ბევრი ვარსკვლავური მსახიობი თამაშობს: ემა სტოუნი, მარკ რუფალო, უილემ დეფო…ალასდეირ გრეის 1992 წლის რომანზე დაფუძნებული სიუჟეტი მოგვითხრობს ბელა ბაქსტერის, ახალგაზრდა ქალის ისტორიას ვიქტორიანულ ლონდონში, რომელიც ცოცხლდება ტვინის გადანერგვის გზით და საკუთარი თავის აღმოჩენის დიდ მოგზაურობას იწყებს.

„ინტერესის ობიექტი”

ამ ისტორული დრამის რეჟისორი ჯონათან გლეიზერია. ფილმის სცენარი 2014 წლის რომანს ეფუძნება. სიუჟეტი გერმანელი ნაცისტების კომენდანტის, რუდოლფ ჰოსისა და მისი მეუღლის, ჰედვიგის ცხოვრების იმ ეტაპზე მოგვითხრობს, როდესაც ისინი ცდილობენ, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკთან ახლოს თავიანთი საოცნებო სახლი ააშენონ.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

კომპანიები: ანაგი, არტსტუდიო პროექტი და სიემსი კვლავ აერთიანებენ ძალებს სამშენებლო სფეროს განვითარებისთვის

ყავა ყავის მარცვლების გარეშე — საკვები ნარჩენებისგან მიღებული ალტერნატივა