ინტერნეტში DJI-ის ახალი გიმბალის ვიდეო ვრცელდება, რომლის მიხედვითაც Osmo Mobile 4-ს მაგნიტური მექანიზმი აქვს. მისი დახმარებით, სმარტფონის გიმბალზე დამაგრება მომენტალურადაა შესაძლებელი. ეს კი ძალიან მნიშვნელოვან დისკომფორტს უხსნის მომხმარებელს და უზოგავს დროს, რომელიც სმარტფონის გიმბალზე დასამაგრებლად იყო საჭირო.
DJI Osmo Mobile 4 #DJI #OM4 #OsmoMobile4 pic.twitter.com/0odN7NyuN6
— Roland Quandt (@rquandt) August 25, 2020
ტრეილერი, რომელსაც ზემოთ ხედავთ, მოიცავს გიმბალის პროგრამულ მხარეებსაც. ერთ-ერთი აღსანიშნავი ფუნქცია დინამიური ზუმია, რომლის გამოყენებაც ავტომატურად ხდება, როცა კამერას ობიექტთან აახლოვებთ. სხვა ფუნქციები, როგორიცაა ჟესტებით კონტროლი და ჰიპერლეფსი წინა მოდელის მსგავსია.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გიმბალის გამოსაყენებლად სმარტფონზე სპეციალური მაგნიტი უნდა იყოს დამაგრებული. ქვემოთ მოცემული ვიზუალები კი (რომელსაც WinFuture ავრცელებს), გვაჩვენებს მათ დიზაინს.
სავარაუდოდ, Osmo Mobile 4 აღჭურვილი იქნება 2,450mAh-იანი ელემენტით, რომელიც, ერთ დამუხტვაზე, დაახლოებით, 15 საათს გაძლებს. მოწყობილობის დამუხტვა კი USB-C პორტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. WinFuture-ს ცნობით, OM4-ის ფასი, სავარაუდოდ, €150 იქნება და ის ოფიციალურად მალე გამოჩნდება.