შემოსავლის მაქსიმალური გაზრდისა და სტუმრების გამოცდილებაზე კონტროლის შესანარჩუნებლად აუცილებელია სადისტრიბუციო არხების დაბალანსება ონლაინ ტურისტულ სააგენტოებსა (OTAs) და პირდაპირ დაჯავშნას შორის. მიუხედავად იმისა, რომ OTA–ს შეუძლია მნიშვნელოვანი ტრაფიკი და ჯავშნები უზრუნველყოს, მათზე ზედმეტად დაყრდნობამ და დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს ხარჯების გაზრდა და მოგების მარჟის შემცირება. ადვილად ხელმისაწვდომი OTA ფასდაკლებები ხშირად ამცირებს სტუმრების მიერ აღქმულ ღირებულებას და სასტუმროებისთვის ზრდის საკომისიო ხარჯებს, რომელიც ისედაც სტუმრების მიერ გადახდილი თანხის 15%-იდან 30%-ამდე მერყეობს .
დისტრიბუციის ოპტიმიზაციისა და მომგებიანობის გასაზრდელად, ამავდროულად, სტუმრების მიერ მიღებული გამოცდილების უმაღლეს დონეზე შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია დაბალანსებული მიდგომის შემუშავება. Exely-ს გუნდი გიზიარებთ ისეთ ძირითად სტრატეგიებს, რომლებიც ეხმარება სასტუმროებს გაყიდვების არხების დივერსიფიკაციაში, ხარჯების შემცირებასა და მეტი პირდაპირი ჯავშნის მოზიდვაში.
დაბალანსებული განაწილების სტრატეგიის მიღწევა
ბევრი სასტუმროს მიერ დაშვებული ძირითადი შეცდომა არის მხოლოდ ერთ ან ორ გაყიდვის არხზე დაყრდნობა. ასეთი განაწილების სტრატეგია შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
- 80% ონლაინ ტურისტული სააგენტოები (OTAs)
- 3% სასტუმროს საიტი
- 17% ოფლაინ გაყიდვები
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამგვარი განაწილება მოსახერხებელი ჩანდეს, ეს ძალიან სარისკო სტრატეგიაა. თუ ერთ მთავარ არხს პრობლემები შეექმნება, ან პოლიტიკური ცვლილებები მოხდება, თქვენს შემოსავალს შეიძლება მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგეს.
ამის ნაცვლად, განიხილეთ თქვენი მიდგომის გაფართოება და გაყიდვების გონივრული განაწილება სხვადასხვა არხზე. მაგალითად, ბაზრის მდგომარეობის გათვალისწინებით, უფრო დაბალანსებული სტრატეგია შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
- 50% OTA–დან: გამოიყენეთ ონლაინ ტურისტული სააგენტოების ფართო წვდომა, მაგრამ მოერიდეთ ზედმეტ დამოკიდებულებას მათზე.
- 15% სასტუმროს ვებსაიტიდან: გააუმჯობესეთ თქვენი ვებსაიტი, რათა მიიღოთ პირდაპირი ჯავშნები, შეამციროთ საკომისიოს ხარჯები და შეინარჩუნოთ სრული კონტროლი სტუმრის გამოცდილებაზე.
- 25% ჯგუფური ტურებიდან: პარტნიორობა ტურისტულ სააგენტოებთან და ტუროპერატორებთან ჯგუფების მოსაყვანად.
- 10% Walk-In-ისგან: დარწმუნდით, რომ თქვენი სასტუმრო არის მიმზიდველი და ხილული გამვლელების მოსაზიდად.
სტრატეგიულად განაწილების მეთოდები სასტუმროს წარმომადგენლებისთვის Exely-სგან
1. გამოიყენეთ მეტაძიების სისტემები
ზოგიერთმა დაჯავშნის პლატფორმამ დაიწყო მხოლოდ წევრებისთვის მეტაძიების სისტემებში ხელმისაწვდომი ტარიფების ჩვენება, როგორიცაა Google Hotel Ads, TripAdvisor, Kayak და Trivago. გამოიკვლიეთ ეს პლატფორმები და გაიტანეთ მათზე თქვენი ვებსაიტის ტარიფები, რათა თქვენი პირდაპირი შეთავაზება უფრო კონკურენტუნარიანი გახადოთ.
2. მართეთ OTA შეზღუდვები
იმის ნაცვლად, რომ მთლიანად თავიდან აიცილოთ OTA, ისწავლეთ შეზღუდვების ეფექტურად მართვა:
- მინიმალური და მაქსიმალური განთავსების ხანგრძლივობის ტაქტიკები: დანერგეთ მინიმალური და მაქსიმალური განთავსების ხანგრძლივობის შეზღუდვები, რათა დააბალანსოთ დატვირთულობა და შემოსავალი.
- ღონისძიებებზე დაყრდნობილი სტრატეგიები: მაღალი მოთხონის მქონე ღონისძიებების დროს გამოიყენეთ OTA სწრაფი ჯავშნების მისაღებად, ხოლო თქვენს ვებსაიტზე უფრო მოქნილი პირობები შესთავაზეთ პირდაპირი ჯავშნების მოსაზიდად.
- ოთახების გადადება პირდაპირი გაყიდვებისთვის: პიკური მოთხოვნის პერიოდში, შემოინახეთ რამდენიმე ოთახი ექსკლუზიურად პირდაპირი გაყიდვებისთვის, რათა მიიღოთ პირდაპირი ჯავშნების მაღალი მარჟა. Exely გთავაზობთ ‘Advanced Availability Setting-ს (“ხელმისაწვდომობის გაფართოებულ პარამეტრს”), რომელიც საშუალებას აძლევს სასტუმროებს აირჩიონ ოთახების რაოდენობა, რომლებიც გაიყიდება მხოლოდ მათ ვებსაიტზე, დანარჩენის დაჯავშნის შემდეგ.
3. დინამიკური ფასების სტრატეგია
გამოიყენეთ დინამიკური ფასები, რათა დაარეგულიროთ ტარიფები მოთხოვნის, დატვირთულობისა და სეზონურობის მიხედვით. მოერიდეთ დაბალი ტარიფების დაწესებას წინასწარ. ამის ნაცვლად, გააანალიზეთ მოთხოვნის ტენდენციები და კონკურენტების ფასები თქვენი შემოსავლის ოპტიმიზაციისთვის:
- მოთხოვნის კალენდრის ანალიზი: რეგულარულად გადახედეთ თქვენი მოთხოვნის კალენდარს, რათა თვალყური ადევნოთ მომავალ ჯავშნებს და შეადაროთ ისინი ისტორიულ მონაცემებს.
- კონკურენტების მონიტორინგი: გაიგეთ, სად დგას თქვენი ფასები კონკურენტებთან შედარებით და დაარეგულირეთ ტარიფები, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ დატვირთულობა და შემოსავალი.
- უზრუნველყავით ფასებს შორის სხვაობა
ფასის თანასწორობა OTA-სა და თქვენს ოფიციალურ ვებსაიტს შორის გადამწყვეტია. სტუმრები ხშირად ადარებენ ფასებს დაჯავშნის სხვადასხვა არხზე და შეუსაბამობამ შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირი ჯავშნების დაკარგვა. დარწმუნდით, რომ თქვენს ვებსაიტზე ფასები ემთხვევა OTA-ებზე არსებულ ფასებს, რათა წაახალისოთ პირდაპირი მაღალი მარჟის მქონე ჯავშნები.
მიაღწიეთ ფასების თანასწორობას უპრობლემოდ, Rate Match-თან ერთად
Rate Match ინსტრუმენტის მეშვეობით, Exely Booking Engine-ის მომხმარებლებისთვის უფასოდ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ ფასების თანმიმდევრულობა ჯავშნის არხებზე. ეს ინოვაციური ინსტრუმენტი აკონტროლებს OTA და ვებსაიტების ტარიფებს და ავტომატურად ასწორებს მათ თქვენთვის. ტარიფის ცვლილებები სინქრონიზებულია Exely Booking Engine-თან და Google Free Booking Links-თან.
იყავით პირველთა შორის, ვინც გამოცდის Rate Match-ს და გააკონტროლეთ თქვენი ფასების სტრატეგია დღეიდანვე. შეავსეთ ფორმა, რომ მიიღოთ ზარი ადგილობრივი წარმომადგენლისგან და დაიწყოთ Rate Match-ით სარგებლობა!
[პარტნიორის კონტენტი]