21
Jun
2018

როგორ გავზარდოთ სასტუმროს გაყიდვები OTA მარკეტინგული სტრატეგიით?

21 Jun 2018

OTA, იგივე Online Travel Agency არის პლატფორმა, სადაც მომხარებელს, ინტერნეტით, მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისის დაჯავშნა და შეძენა შეუძლია. მაგალითად, Booking.com, Expedia.com, Hotels.com და ა.შ.

OTA-ს შექმნასა და პოპულარიზაციას ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ და მანამდე მსგავსი „ონლაინ“ პლატფორმის არ არსებობამ შეუწყო ხელი. ფაქტობრივად, OTA სასტუმროებსა და მომხმარებლებს შორის შუამავალია, ინდუსტრიასა და პოტენციურ კლიენტებს ერთმანეთთან აკავშირებს.

არსებობს კონკრეტული სტატისტიკა, რომლის ცოდნაც, სასტუმროს მფლობელებსა და ხელმძღვანელებს აუცილებლად დაეხმარება!

  •  „ონლაინ“ ჯავშნის 76% OTA-ების საშუალებით კეთდება.
  • პირდაპირი ჯავშნის 20% პროცენტი იმ ადამიანებისგან მოდის, ვინც თქვენი სასტუმროს შესახებ OTA-ების საშუალებით გაიგო.
  • მოგზაურთა 52%, რომელიც სასტუმროს „ონლაინ“ ჯავშნის, OTA-ზე მიღებული ინფორმაციის შემდეგ, თქვენს ვებგვერდზე გადმოდის.

დამაბნეველია ხომ? ამ მონაცემების ნახვისას შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ პროპორცია არც OTA-ებისა და არც პირდაპირი ჯავშნის სასარგებლოდ არ იხრება. თუმცა, ამ საკითხს მოგვიანებით შევეხებით, დღევანდელი საუბრის თემა კი OTA-ს სწორი სტრატეგიის შექმნაა.

პირველი შთაბეჭდილება სამუდამოა!

იქ, სადაც ადამიანები არჩევანს, ძირითადად, იმპულსურად პროდუქტის ვიზუალისა ან მისი აღწერილობის მიხედვით აკეთებენ, იგივე იქნება სასტუმროებისა და მასთან დაკავშირებულ სერვისებზეც. ამიტომ, OTA-ზე განცხადების გამოქვეყნებისას, გაითვალისწინეთ – განათავსეთ მაღალი ხარისხის ფოტოები და მიმზიდველი აღწერა. ეს ორი დეტალი წარმატების საწინდარია.

ადგილმდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია!

რა თქმა უნდა, სასტუმროს ადგილმდებარეობის შეცვლა შეუძლებელია, და, ამ შემთხვევაში, ეს არც იგულისხმება: ტურისტები, ისეთ სასტუმროებს ეძებენ, რომელიც ძირითადი ღირსშესანიშნაობებისგან შორს არ იქნება. ამიტომ, გირჩევთ, OTA-ებზე განცხადების განთავსებისას, დეტალურად აღწერეთ, სად მდებარეობს თქვენი სასტუმრო და რომელ ღირსშესანიშნაობასთან არის ახლოს. პრინციპში, ეს არჩევანის გაკეთებისას გადამწყვეტი ფაქტორია.

ინტეგრაცია!

თქვენი სასტუმროს ვებგვერდის მართვის სისტემა და „ონლაინ“ ჯავშნის მოდული OTA-თან აბსოლუტურად ინტეგრირებული უნდა იყოს. მაგალითად, Booking.com-ს ჯავშნის მოხსნის 30%-იანი მაჩვენებელი აქვს. როცა ბრონი იხსნება, განცხადებაში საჭიროა ცვლილების ხელით შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოჩნდება, როგორც დაკავებული, ასე კი კლიენტს დაკარგავთ. თუმცა, გაქვთ მეორე არჩევანიც – ცვლილებას ავტომატურად განახორციელებს „ონლაინ“ ჯავშნის მოდული – PMS შეუძლია, რეალურ დროში განგიახლოთ მონაცემები, ისე რომ პოტენციური კლიენტი არ დაკარგოთ.

ყიდვა – გაყიდვის ხრიკები !

ეს არის რჩევა, რომელიც ახლა არცთუ ისე მნიშვნელოვანი გეჩვენებათ, მაგრამ აუცილებლად გამოგადგებათ.  სასტუმროს დასახელებაში აუცილებელია, მისი ლოკაციაც ფიგურირებდეს. მაგალითად, The Golden Hotel – Madrid. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მთელს მსოფლიოში არსებული Golden Hotel-ის სასტუმროებისგან თქვენს ობიექტს ადგილმდებარეობა გამოარჩევს, ანუ მას აქვს თავისი იდენტურობა. სწორედ ეს მოიყვანს ვიზიტორებს თქვენამდე.

თქვენი სასტუმროს შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად სწორად შეარჩიეთ OTA-ები ​!

ყველა ქვეყანაში ან რეგიონში, არსებობს პოპულარული OTA-ები, ისეთები, რომლებსაც მხოლოდ კონკრეტულ ქალაქშია იყენებენ აქტიურად თუ დააკვირდებით, რომელი ტურისტი რა პლატფორმიდან ჯავშნის თქვენს სასტუმროს, მარტივად გაიგებთ, სად რომელი OTA-არის პოპულარული. ამის შემდეგ უკეთ მიხვდებით, რომელი პლატფორმა შეარჩიოთ კონკრეტული ქვეყნებისთვის.

შეზღუდეთ OTA-ები!

დიახ, ეს სიმართლეა. მხოლოდ იმიტომ, რომ OTA მარკეტინგის სტრატეგიის განსაზღვრაზე ვსაუბრობთ არ არის საჭირო ყველა პლატფორმა აითვისოთ. თითოეულ ბრონზე თქვენ იხდით საკომისიოს. შესაბამისად, განცხადების ყველგან განთავსებით, შესაძლოა, უბრალოდ მოგება დაკარგოთ. არსებობს სიტუაციები, როდესაც პირდაპირი ჯავშანი (თქვენივე სასტუმროს ვებგვერდიდან) უკეთესია თქვენი ბიზნესისთვის.

წყარო: www.hotelnewsresource.com

[R]



განხილვა