in

ოთარ ქირია – #პირველისამსახური

გამომდინარე იქიდან, რომ მთელი “პროფაქტიური” ცხოვრების მანძილზე ორი მიმართულებით ვმუშაობ, “პირველი სამსახურიც” ორი მაქვს. კალენდარულად პირველი იყო გაზეთი “7 დღე”, 1993 წელი. ამ წელს ბევრი რამ მოხდა. სკოლა დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩავაბარე, პირველად გავედი ქვეყნის გარეთ, 17 წლის გავხდი და სამსახურიც დავიწყე. “7 დღეში” ჩემი პირველი სტატია დღესაც მახსოვს. ის ეძღვნებოდა ლაღიძის ქუჩაზე გახსნილი “სექს შოფის” დახურვის შემთხვევას და მისი მფლობელებისადმი ქსენოფობიურ დამოკიდებულებას “ქალაქში”. ჩემი ძირითადი პროფესიით (სტატისტიკოსი/ეკონომისტი) პირველი სამსახური იყო ს.ს. “ერისიმედი” (1995 – 19 წლის), სადაც ვმართავდი სამშენებლო მასალების სასაქონლო ბაზას, ასევე მებარა საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია. ორივე სამსახურში მშობლის რეკომენდაციით მოვხვდი. “7 დღეში” დედამ გამონახა ნაცნობი, ხოლო “ერისიმედში” – მამამ.

“7 დღეში” პირველივე დაბრკოლებამ რამდენიმე თვეში იჩინა თავი. დავალება იყო ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში გამოქვეყნებული წერილის ქართულად თარგმნა. სტატია მხედრიონის “მოღვაწეობას” ეძღვნებოდა და საკმაოდ მწვავეც იყო. სწორედ ამიტომ თარგმანი არ გამოქვეყნდა. ამ ფაქტმა ძალიან დამთრგუნა. ფაქტობრივად, პირველი დაბრკოლება ვერ გადავლახე. სამსახურიდან წამოვედი. თუმცა მოგვიანებით ეს შეცდომა ძალიან გამომადგა.

ფაქტობრივად არ მახსენდება პერიოდი როცა 2 სამსახურზე ნაკლები მქონდა. თუ 2 სამსახურზე ჩამოვდივარ, ვიწყებ რამე პროექტს, ან ვაბარებ რამე სასწავლო პროგრამაში. დღესაც ასე ვარ. დილის 5 საათიდან 10-ამდე გახლავართ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დილის გადაცემაში პრესის მიმომხილველი, ასევე წამყვანი. 10-იდან 18-მდე ბრიტანული ბრენდის Mothercare-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. 19-22 საათებში კი დღეგამოშვებით, გახლავართ, “PR აკადემიის” ტრენერი და ლექტორი “ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში”. ამის მიუხედავად არც პროექტებს ვეშვები. დღესაც, გუგა კობახიძესთან ერთად, ვგეგმავთ IBF Batumi-ს, რაც საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ორგანიზებას გულისხმობს. ბოლო სასწავლო პროგრამა კი იყო ‘სტრატეგიული მარკეტინგის მართვა” ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში (2014). თუმცა სწავლის დროსაც “ვერ მოვისვენე”… შანსი ხელიდან არ გავუშვი და ჰარვარდის უნივერსიტეტში, ეზოში, მიდამოებში ვისაც გადავეყარე, ყველას ინტერვიუ ჩამოვართვი. ამ საუბრებს დღესაც აუდიო ლექციებად ვასმენინებ ხოლმე საკუთარ თავს.

ჩვენ ამას ვიმსახურებთ! – The Prince’s Trust–ის და L’Oréal Paris–ის კამპანია ახალგაზრდების მხარდასაჭერად

ყოველთვის შეგიძლია აჯობო საკუთარ თავს! ჯეოსელის პროექტი Vici • ვიცი, სტუდენტების მხარდასაჭერად