in

Otium Development-ის ახალი, საიმიჯო კამპანია – „იცხოვრე მარტივად”

Otium Development-ის ახალი, საიმიჯო კამპანია მარტივად ცხოვრებას ეხება.

ბრენდის სლოგანიც სწორედ ასე ჟღერს – „იცხოვრე მარტივად“.

კამპანიის მთავარი იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ სახლში, სარეკლამო რგოლებისგან განსხვავებით, ყოველდღიური ცხოვრება მოულოდნელობებით, არასასიამოვნო შემთხვევებითა და პატარ-პატარა ინციდენტებით არის აღსავსე. ეს ყოველივე ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და მარტივად უნდა შევხედოთ მას.

Otium Development-ის მარკეტინგის გუნდის წარმომადგენელი გვიყვება, თუ როგორ გადაწყვიტეს მარტივად ცხოვრება საკომუნიკაციო მიმართულებად ექციათ.

სარეკლამო რგოლში ასახულია სწორედ ისეთი სცენები, რომლებსაც, როგორც წესი, ვერ შეხვდებით სამშენებლო კომპანიების კომუნიკაციაში. კამპანიის სხვადასხვა კონტენტიც გვახსენებს, რომ თუ სახლში გყავს ძაღლი, ის აუცილებლად ერთხელ მაინც გადაემტერება ფეხსაცმელს, ხოლო პატარა ბავშვი კი კედელზე ცდის თავისი სამხატვრო ნიჭის ილუსტრირებას.

„გამომდინარე ბრენდის სლოგანიდან და ბრიფიდან, გვსურდა კამპანიით გვეთქვა, რომ მარტივად ცხოვრება კონკრეტული მოვლენების მიმართ მარტივ დამოკიდებულებაშია.

გვინდოდა, რომ კომუნიკაციით სახლი გადაგვექცია ადგილად, რომელშიც უბრალოდ ცხოვრობ. ეს კი ვერაფრით იქნება რეკლამასავით გაპრიალებული და მოწესრიგებული მოვლენა“, – გიორგი ქუცა რუხაძე, ქოფირაითერი.

გიორგი გოგიჩაიშვილი (სარეკლამო რგოლის რეჟისორი) გვიყვება, თუ როგორ ასახა იდეის განწყობა სარეკლამო რგოლში და როგორ შეძლო გადამღებმა ჯგუფმა ბუნებრიობის გადმოცემა ვიზუალურად.

[R]

რას ეფუძნება The Beatles-ის გრძელვადიანი მარკეტინგი?

Evian-ის ბოთლის დიზაინისთვის თანავარსკვლავედების ხელოვნება გამოიყენეს