ქალაქ ფოთში უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს განსხვავებული კონცეფციის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი ბლოკის, „ოტიუმ ფოთის” მშენებლობა. მას კომპანია „ოტიუმ დეველოპმენტი” ახორციელებს და მომავალ მცხოვრებლებს ბევრ ისეთ უპირატესობას ჰპირდება, რაც სიახლეა არა მარტო ფოთისთვის, არამედ ზოგადად სამშენებლო ინდუსტრიისთვის. ამ ეტაპზე საცხოვრებელი ბლოკის სამი სართულია აშენებული და მისი გაყიდვებიც აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, რისთვისაც გუნდმა გადახდის მოქნილი პირობები შეიმუშავა.
კერძოდ, თუკი ბინის ყიდვით ხართ დაინტერესებული, აქციის პირობით პირველადი შენატანი 15%-ის ნაცვლად, მხოლოდ 5%-ია. 16 თვის განმავლობაში ფარავთ 25%-ს შიდა უპროცენტო განვადებით, ხოლო დარჩენილ 70%-ს გადაიხდით მშენებლობის დასრულებისას. ეს პირობა საშუალებას მოგცემთ, ოპტიმალურად გადაანაწილოთ თქვენი ფინანსები და შეიძინოთ ბინა უახლეს საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც მრავალფუნქციურია და, ასევე, საინვესტიციოდაც საინტერესო პროექტია, რადგან ის შეიძლება გახდეს თქვენი დამატებითი შემოსავლის წყარო ქვეყნისთვის ეკონომიკურად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქში. მოგეხსენებათ, ფოთში მდებარეობს პორტი, რის გამოც მას ბევრი ბიზნესმენი სტუმრობს, მაგრამ ამ ტერიტორიაზე არც გასაქირავებელი აპარტამენტები და არც მაღალი დონის სასტუმროები არაა განთავსებული. ამიტომაც, ეს პროექტი საკმაოდ საინტერესოა ლოკალური მოსახლეობისთვის და არამარტო მათთვის.
საცხოვრებელი ბლოკი შედგება 81 ბინისგან, რომლებიც განსხვავდება კვადრატულობითა და პროექტებით, ამიტომ მომავალ მცხოვრებს შეუძლია სასურველი ფართი აარჩიოს. ის ითვალისწინებს 1000 მეტრზე გაშლილ სარეკრეაციო ზონასაც, რათა მცხოვრებლებს ჰქონდეთ იმის ფუფუნება, მეტი სიახლოვე იქონიონ ბუნებასთან. ცალკე იქნება გამოყოფილი საბავშვო ზონაც, რაც ძალიან მოსახერხებელია ბავშვიანი ოჯახებისთვის. აქვე მოეწყობა ველობილიკი, ავტოსადგომი და, ერთი სიტყვით, ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტია გათვალისწინებული, რაც ადამიანს კომფორტული ცხოვრებისთვის ესაჭიროება.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპლექსი შენდება ენერგოეფექტური ბლოკისგან, რაც ამ პროექტს მეტად ეკომეგობრულს ხდის და მეტად იზიდავს მომავალ ბინადრებს. უსაფრთხოების მიზნით, მშენებლობის დასრულების შემდეგ აქ იმოქმედებს 24-საათიანი ინსპექტირება და სახანძრო სისტემის მომსახურება, ხოლო იმისთვის, რომ მცხოვრებლებმა მუდმივად სუფთა გარემოში იგრძნონ თავი, პროექტს მოემსახურება რეგულარული დასუფთავების სერვისი.
თავად ოტიუმ დეველოპმენტის მიზანია, შექმნას მომხმარებელზე მორგებული, თანამედროვე საჭიროებების გათვალისწინებით შექმნილი პროექტები. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი კი სწორედ ოტიუმ ფოთია, რომლის მშენებლობაც 2025 წლის ბოლოს დასრულდება.
[R]