„ოტიუმ დეველოპმენტს“ ყველა იმ კომპანიად იცნობს, რომელიც მუდმივად თითოეული მაცხოვრებლის მშვიდი და მარტივი ცხოვრების უზრუნველყოფაზე ფიქრობს. თავისი მინიმალისტური არქიტექტურით, ყოველ საცხოვრებელ კომპლექსში მშვიდი ყოველდღიურობა და სიმარტივე იგრძნობა, ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე. ახლა კი კომპანიამ ამგვარი ესთეტიკის დანერგვა ფოთშიც გადაწყვიტა.
„ოტიუმ ფოთი“ მრავალბინიან საცხოვრებელ ბლოკს წარმოადგენს, რომელშიც კომერციული ფართები და სარეკრეაციო სივრცეებიც მოეწყობა. მართალია, დასრულებულ სახეს 2025 წლის დეკემბერში ვიხილავთ, მაგრამ უკვე შეგვიძლია წინასწარი წარმოდგენის შექმნა — სტატიაში სწორედ იმას გიამბობთ, როგორია აღნიშნული პროექტის კონცეფცია.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ „ოტიუმ ფოთი“ პირველი თანამედროვე კორპუსი იქნება ქალაქში, რაც ადგილობრივებისთვის დიდ სიახლესთანაა დაკავშირებული. ასე ვთქვათ, ახალ მუხტს შეიტანს — მით უმეტეს, საცხოვრებლის გარდა, მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას, საბავშვო სივრცეს, კომერციულ ფართებს…
ინფრასტრუქტურა
ცოტა უფრო დეტალურად რომ წარმოვიდგინოთ, „ოტიუმ ფოთი“ 81 ბინას გააერთიანებს — სხვადასხვა კვადრატულობისა და მოსახერხებელი წყობის. ამავდროულად, 1000 მეტრზე გადანაწილდება სარეკრეაციო სივრცე, ვინაიდან დღევანდელ ურბანულ რეალობაში მაცხოვრებელთა უმეტესობა ბუნებრივ ელემენტებს ანიჭებს უპირატესობას. ერთია მაღალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა და მეორეა ავთენტურ გარემოსთან კავშირის შენარჩუნება, რასაც დეველოპერული კომპანია წარმატებით ახორციელებს.
გარდა ამისა, აქვე მოეწყობა საბავშვო ზონა, რაც მშობლებისა და პატარებისთვის ძალიან კომფორტულია — სახლთან ახლოს შეძლებენ თამაშს, განტვირთვას თუ სხვადასხვა საბავშვო აქტივობით დაკავებას. გათვალისწინებულია სასეირნო და ველო-ბილიკებიც, რათა ყველამ შეუზღუდავად შეძლოს სარეკრეაციო სივრცეში გადაადგილება.
ბუნებრივია, მაცხოვრებლებს დახვდებათ ავტოსადგომებიც და ენერგოეფექტური ბლოკიც.
მაქსიმალური კომფორტი უმაღლესი ხარისხით
რა თქმა უნდა, მხოლოდ ვიზუალურ მხარეს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება სათანადო ხარისხის გარეშე… ამის გათვალისწინებით, ოტიუმ დეველოპმენტმა საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობის პროცესში უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები გამოიყენა.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, პროექტის ექსპლუატაციაში ჩაშვების შემდეგ, ამოქმედდება 24-საათიანი ინსპექტირება. ასევე, იმოქმედებს სახანძრო სისტემის მომსახურება და რეგულარული დასუფთავების სერვისი.
გარდა ამისა, „ოტიუმ ფოთში“ იქნება კონსიერჟის სერვისი, გამწვანება და მებაღეობა.
რატომ უნდა დაინტერესდნენ ინვესტორები?
საგულისხმოა, რომ გარდა რიგითი მაცხოვრებლებისა, „ოტიუმ ფოთი“ ინვესტორებისთვისაც საინტერესო პროექტს წარმოადგენს. ერთი მხრივ, პორტის არსებობიდან გამომდინარე — ჭარბი მიმოსვლა, ადამიანების დიდი რაოდენობა და მუდმივი აქტუალურობა. ზოგადად, ფოთს ბევრი ბიზნესმენი სტუმრობს, მაგრამ ამ ტერიტორიაზე არც გასაქირავებელი აპარტამენტები და არც მაღალი დონის სასტუმროები არაა განთავსებული. ამიტომაც, ეს პროექტი საკმაოდ საინტერესო იქნება ლოკალური მოსახლეობისთვის და არამარტო მათთვის.
[R]