„ოტიუმი ბელიაშვილზე“ — მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით, დიღმის მასივში, აკაკი ბელიაშვილის ქ. N110-ში შენდება, მოიცავს არა მარტო საცხოვრებელ აპარტამენტებს, არამედ კომერციულსა და საოფისე სივრცეებს.
პროექტის სამშენებლო პროცესები ორ ნაწილად იყოფა: პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის დეკემბერში სრულდება, ორი თორმეტსართულიანი საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა მიმდინარეობს. აქ მოეწყობა 3000მ2 გამწვანებული ეზო და ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი.
რაც შეეხება მეორე ფაზას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 13 და 17-სართულიანი საცხოვრებელი ბლოკების, კომერციული ფართების, A კლასის ოფისებისა და კვების მოლის მშენებლობა, დასრულდება 2027 წლის ივლისში.
პროექტის კონცეფცია ითვალისწინებს მანქანებისგან თავისუფალსა და უსაფრთხო ზონას, რომელშიც მოეწყობა საბავშვო და სავარჯიშო სივრცეები, სასეირნო თუ ველო ბილიკები.
აღსანიშნია, რომ „ოტიუმმა“ პროექტის დაგეგმარების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესიც გაითვალისწინა — ვინაიდან სულ უფრო მეტი მომხმარებლის ცხოვრების ნაწილად იქცა ელექტრო სკუტერები, კომპლექსში მოეწყობა სპეციალური სადგომები და დამტენები.
ამავდროულად, პროექტის მაცხოვრებლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების 24-საათიანი ინსპექტირება, სახანძრო სისტემის, დასუფთავების, გამწვანებისა და მებაღეობის სერვისები.
რაც შეეხება თიბისის მხარდაჭერას, ის მომხმარებლებისთვის დამატებით უპირატესობას წარმოადგენს. კერძოდ, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამარტივებული იპოთეკური სესხითა და საბანკო მომსახურებით მშენებლობის მიმდინარეობისას ისარგებლონ, მიუხედავად იმისა, კომპლექსი დასრულებული იქნება თუ არა.
ამჟამად აქტიურ პროცესშია კომპლექსის პირველის ფაზის მშენებლობა. დასრულებულია მინუს 2 სართული, ანუ საპარკინგე ზონა და მიმდინარეობს მე-6 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტი სრულად ენერგოეფექტური იქნება, რადგან თბოიზოლაცია უმაღლესი ხარისხის დათბუნების მასალით კეთდება.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ოტიუმ დეველოპმენტს“ მათი საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები დეტალებს პირადად გააცნობენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.otium.com.ge/
[R]