in

ოთხი გზა იმედგაცრუებასთან გასამკლავებლად

M2
M2

ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი იმედგაცრუებებისგან შედგება. განსაკუთრებით სამსახურში ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დავგეგმეთ. მათ შორის, შესაძლოა, უნებლიე ან უხერხული შეცდომა დავუშვათ, გაუგებრობა გვქონდეს კოლეგასთან, ან ვერ მივიღოთ დამსახურებული დაწინაურება, რასაც იმედგაცრუებები მოსდევს ხოლმე.

შემდეგ ჯერზე, როცა რაღაც ისე არ გამოვა, როგორც თქვენ წარმოგედგინათ, გაითვალისწინეთ აქ მოცემული რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა აირიდოთ იმედგაცრუებები, ან უბრალოდ გააგრძელოთ წინსვლა. 

საკუთარ თავს ნება მიეცით, რომ ემოციები გამოხატოთ

ზოგჯერ, შესაძლოა, დაგეგმილი შვებულება გაგიუქმდეთ, რომელიც ოჯახთან ერთად მოგზაურობაში უნდა გაგეტარებინათ. ეს, რა თქმა უნდა, ცუდად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე. მართალია, ეს არ არის ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ თქვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არდადეგებს.

როცა იმედგაცრუებასთან გვაქვს საქმე, ადამიანები ხშირად ცდილობენ მომხდარი მოვლენის ნათელი მხარე დაგანახონ, რათა ოდნავი შვება იგრძნოთ. მაგრამ ეს გამოსავალი არ არის, პირიქით, ცუდ სამსახურსაც გიწევთ ხოლმე. საჭიროა, ბოლომდე დაიცალოთ ემოციებისგან და იმედგაცრუებით გამოწვეული ბრაზი ჩახშობის ნაცვლად მაქსიმალურად გამოავლინოთ. იპოვეთ ადამიანი, რომელთანაც თქვენი გრძნობების გამოხატვა შეგეძლებათ და რომელიც არ დაგამშვიდებთ იმის მტკიცებით, თუ რა დადებითი შედეგები მოჰყვება შეცვლილ გეგმებს.

გააანალიზეთ იმედგაცრუების მიზეზები

შესაძლოა, საშინლად იგრძნოთ თავი იმის გამო, რომ ვერ მიიღეთ დაწინაურება, რომლისთვისაც თქვენი კვალიფიკაცია სრულებით საკმარისი იყო. ასეთ შემთხვევაში ადვილია იფიქროთ, რომ ჩიხში ხართ, ან უფროსი სათანადოდ არ გაფასებთ და ა.შ. მაგრამ ასეთ ფიქრებს, ჯობს, ფაქტების გაანალიზება მოახდინოთ. ხშირად ზედმეტ ყურადღებას ვანიჭებთ შემთხვევებს და ვზრდით მათ მნიშვნელობას ჩვენს გონებაში. ამიტომაც, მკვლევრები გვირჩევენ, ჩამოვწეროთ ყველაფერი, რაც ჩვენს ფიქრებში ხდება და შევადაროთ ისინი სინამდვილეს. გავაანალიზოთ კონკრეტულად რა გვითხრეს, როგორ მოგვექცნენ და თავი მოვუყაროთ მხოლოდ ფაქტებს. მომავლის პროგნოზები და ის პესიმისტური ისტორიები, რომლებსაც საკუთარ თავს ვუყვებით მომხდარის შესახებ, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია.

სიტუაციების უმეტესობა ხანდახან არც კარგია და არც ცუდი. სამსახურში თქვენი პროექტი შეიძლება არ დამტკიცდეს, მაგრამ ამის შედეგად, შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი აღმასრულებელი გუნდისთვის. 

გადახედეთ თქვენს აზროვნებას

იმედგაცრუება არის პასუხი იმაზე ნაკლების მიღებაზე, ვიდრე ელოდით. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ცხოვრობთ. თუ სამსახურში შეცდომას უშვებთ, ეს ნიშნავს, რომ ცდილობთ. იმედგაცრუებები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ზოგჯერ შეეცადეთ საკუთარ თავს უთხრათ, რომ სამწუხარო შედეგი გარდაუვალი იყო. ამ სტრატეგიას შეუძლია შეამსუბუქოს გაურკვევლობის შეგრძნების დამატებითი წნეხი.

ნუ მისცემთ უფლებას იმედგაცრუებას, რომ ხელი შეგიშალოთ თქვენი მიზნების მიღწევაში

როდესაც თქვენ ცდილობთ და მარცხდებით, შესაძლოა ამან დანებება გაიძულოთ. გაბრაზება, სევდა, დანაშაულის გრძნობა, უხერხულობა და იმედგაცრუება დანებების საწინდარია ხოლმე, მაგრამ ერთ ადგილზე გაჩერება და გეგმების სრულიად დავიწყება, კიდევ უფრო დიდ დეპრესიაში ჩაგაგდებთ. 

NASA-ს როვერის თქმით, მარსზე ოდესღაც წყალდიდობა მოხდა

საქართველოში London Spot, ბრიტანული მარკეტსივრცე გამოჩნდა