in

ოთხი წლის გოგონამ 220 მილიონი წლის წინ არსებული დინოზავრის ნაკვალევს მიაგნო

ოჯახს ნაკვალევი უბრალოდ არტისტის მიერ შექმნილი ეგონა

ოთხი წლის გოგონამ, თავისი აღმოჩენით, პალეონტოლოგისტები გააოგნა – მან 220 მილიონი წლის წინ არსებული დინოზავრის ნაკვალევს მიაგნო, როდესაც სამხრეთ უელსის სანაპიროზე მამასთან და ძაღლთან ერთად სეირნობდა.

ვიდრე ლილის დედა ინტერნეტსივრცეში სხვა მსგავსი ტიპის აღმოჩენებს წააწყდებოდა, ოჯახს ნაკვალევი უბრალოდ არტისტის მიერ შექმნილი ეგონა. საბოლოოდ მან გადაწყვიტა, ფოტო სოციალურ ქსელში, ნამარხების იდენტიფიცირების გვერდზე განეთავსებინა, რის შემდეგაც უელსის ეროვნული მუზეუმი მალევე დაუკავშირდა უაილდერების ოჯახს.

მართალია, შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს, რომელ დინოზავრს ეკუთვნის, მაგრამ ექსპერტების აზრით, ის შესაძლოა, გრალატორს ეკუთვნოდეს. მასშტაბის მიხედვით, ნაფეხური მცირე ზომის, ორ ფეხზე მოსიარულე დინოზავრის უნდა იყოს, რომლის სიმაღლეც 75 სანტიმეტრს, ხოლო სიგრძე 2.5 მეტრს შეადგენდა.

“მე ვიტყოდი, რომ ის საერთაშორისო მნიშვნელობისაა და ის მუზეუმმა მაშინათვე წაიღო. აი, რამდენად მნიშნელოვანია ის. ვფიქრობ, ეს დინოზავრის საუკეთესო ნაკვალევია, რომელიც ბრიტანეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში აღმოუჩენიათ” – ამბობს ორგანიზაცია Archeology Cyrmu-ს მკვლევარი კარლ ჯეიმს ლანგფორდი.

როგორც ლილის დედა ამბობს, პატარა გოგონა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს საკუთარი აღმოჩენის მნიშვნელობასა და განსაკუთრებულობას, თუმცა ფაქტი ერთია – მას ინტერესი გაუღვივდა დინოზავრების მიმართ და დიდი ხნის წინ გადაშენებული არსებების სათამაშოებით თამაშს შეუდგა.

მზიურის სკეიტპარკი მის ვან დერ როეს სახელობის დაჯილდოვებაზეა ნომინირებული

PSG-სა და Jordan-ის კოლაბორაცია, ახალი სათამაშო ფორმა და კოლექცია