in

Ermis Awards-ის 14 ჯილდო მოიპოვა კამპანიამ, რომელზეც ოთო ფერაძემ Ogilvy-სთან ერთად იმუშავა!

კამპანიამ, რომელზეც საბერძნეთის Ogilvy-მ და მარკეტინგული ციფრული გადაწყვეტილების სპეციალისტ ოთო ფერაძის კომპანიამ DTMH Technologies საბერძნეთის ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალ Ermis Awards-ზე 14 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის: 4 Grand, 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. კამპანია, სახელწოდებით Sunshine Discount ავიაკომპანია Aegean Airlines-ის დაკვეთით შეიქმნა 2019 წელს. ის ბერლინელებს საბერძნეთში სამოგზაუროდ უცნაური გზით ეპატიჟებოდა. ქალაქის ცენტრში დამონტაჟებული დიდი ეკრანის საშუალებით, ბერლინის ღრუბლიან ცას შეჩვეული გერმანელები ათენისა და პაროსის უღრუბლო ცას, სპეციალურად დამონტაჟებული კამერის საშუალებით, პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს და თუკი მასზე ერთხელ მაინც შენიშნავდნენ ღრუბელს, 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლოთ საბერძნეთში გამგზავრება.

ოთო ფერაძე: “საბერძნეთში, ზაფხულში, მზე გარანტირებულია. ამიტომ, დავამონტაჟეთ ორი კამერა – ერთი პაროსის კუნძულზე, მეორე – ათენში, აკროპოლისის ხედით. ეს ლაივი გადაიცემოდა ბერლინის ერთ-ერთ ბილბორდზე. კრეატივი, გუნდთან ერთად, Ogilvy-ის არტ დირექტორ დიმიტრის სავაკოსსმა შეიმუშავა, რომელიც საბერძნეთში ერთ-ერთი საუკეთესოა, ჩვენმა კომპანიამ, ჩემი ხელმძღვანელობით, იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტა ჩაიბარა. რაც შეეხება Ermis-ს, ეს არის საბერძნეთის ყველაზე პრესტიჟული სარეკლამო დაჯილდოება, შესაბამისად, აქ მოპოვებული ჯილდოები მნიშვნელოვანი მონაპოვარია.”

TikTok-ერი. როდის უნდა დაარეგისტრიროთ თქვენი ბრენდი ტიკტოკზე?

„პროკრედიტ ბანკმა“ მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი წარადგინა