ფრანგულმა ბიუჯეტურმა სარკინიგზო კომპანიამ Ouigo გამოუშვა ვიდეორგოლი იმაზე, თუ როგორი მოხერხებული შეიძლება იყოს 20 წლის ახალგაზრდა, როდესაც მას ყველაფერზე უწევს ეკონომია. რეკლამა გვიამბობს სამი ახალგაზრდის ყოველდღიურობაზე, რომლებიც ერთად ცხოვრობენ. მათ ჰყოფნით ფანტაზია, რეცხონ სარეცხი აბაზანის მიღებისას, კოლგოტში გაჩენილი ნახვრეტები მარკერით დამალონ, ჩაიდანში მაკარონი მოხარშონ, საწურის ნაცვლად კი, ჩოგბურთის ჩოგანი გამოიყენონ… თუმცა, ვიდეორგოლის მთავარი გზავნილი ისაა, რომ ახალგაზრდებს სარკინიგზო მიმოსვლისას თანხის დაზოგვა აღარ მოუწევს. რეკლამის სამიზნე აუდიტორია დაბალი ტარიფების მაძიებელი ახალგაზრდა სეგმენტია. ვიდეორგოლს ფონად გასდევს შარლ აზნავურის სიმღერა Hier Encore.
როგორ ზოგავენ 20 წლის ახალგაზრდები ფულს ყველაფერზე? – Ouigo-ს კამპანია
![](https://img.marketer.ge/2019/05/60844468_289976901955074_4541318382351286272_n.png)