in

როგორ აისახება ჩვენი კარიერა ჩვენს შვილებზე

ნაცნობია, თუ არა თქვენთვის გრძნობა, რომლის დროსაც, თქვენ, როგორც მშობელი, თავს დამნაშავედ გრძნობთ იმის გამო, რომ შვილის საფეხბურთო მატჩსა თუ ფორტეპიანოზე მის პირველ სოლოკონცერტს ვერ დაესწარით? მიზეზი კი სამსახურში, ბოლო წუთს შეცვლილი გეგმები ან კლიენტთან დაუსრულებელი შეხვედრა იყო?

ახდენს, თუ არა ჩვენი სამუშაო ჩვენი შვილების ცხოვრებაზე ზეგავლენას? – 2 დეკადის წინ ჩატარებული კვლევა, სადაც სხვადასხვა სფეროდან, 25-დან 63 წლამდე, დაახლოებით, 900 ბიზნესპროფესიონალი გამოიკითხა, ამოწმებდა სამსახურსა და ოჯახს შორის ურთიერთობას და ცხოვრების ეს ორი ასპექტი აღწერილი იყო, როგორც „მოკავშირე და მტერი“.

აღმოჩნდა, რომ მშობლების კარიერას ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე შეუძლია როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა… მაგალითად, გაირკვა, რომ წარმოუდგენლად მავნებლად მოქმედებს ბავშვზე მშობლის ქცევა, რომელსაც ციფრულ სამყაროში, მუდმივად, აქტიური სტატუსით უწევს ყოფნა.

კვლევა ისეთ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა: მშობლები ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ, თუ სრული დატვირთვით, რამდენწლიანია მათი სამუშაო გამოცდილება და სხვა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის ის, არა რამდენ დროს ატარებს მშობელი სახლში, არამედ ბავშვთან ურთიერთობისას, რამდენად ახერხებს შვილთან ემოციური კავშირის დამყარებას.

დედებისა და მამების შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ ბავშვების ემოციური ჯანმრთელობა მაღალი იყო, როცა მშობლებს სჯეროდათ, რომ მათთვის პირველ ადგილზე ოჯახი უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, ისინი სამსახურში რა დროს  ატარებდნენ. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ისიც, მშობლები როგორ აღიქვამდნენ თავიანთ სამსახურებს და თუ მათთვის ეს იყო შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებული, სახალისო სამუშაო, ბავშვებიც გრძნობდნენ ამას.

ბავშვები უფრი მეტად იყვნენ მიდრეკილები, რომ ბიჰევიორული პრობლემები გამოევლინათ, თუ მათი მამები ფსიქოლოგიურად, ზედმეტად იყვნენ ჩართულები კარიერაში. ამ შემთხვევაში, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ისინი დიდხანს მუშაობდნენ, თუ არა. ბავშვებს აქვთ ემოციური და ქცევითი პრობლემები, როცა მამა თითქმის არასდროსაა ფიზიკურად ხელმისაწვდომი, ან ფიზიკურად ისინი მასთან არიან, თუმცა ემოციურ კავშირს ვერ  ამყარებენ. ანუ, ის რომ მამას წარმატებული კარიერა აქვს და ამის ხარჯზე შვილებთან ურთიერთობას ვერ ახერხებს, ბავშვს ფსიქიკური პრობლემები ექმნება.

დედების შემთხვევაში სხვანაირადაა. სამსახურში ავტორიტეტის  მქონე დედა ფსიქიკურად უფრო ჯანმრთელ ბავშვებს ზრდის. კვლევამ აღმოაჩინა, რომ თუ დედები მუშაობისას აკონტროლებენ იმას, რაც მათ გარშემო ხდება, ასევე, მათ პირადი სივრცისთვის გამოყოფილი დრო აქვთ და შეუძლიათ, საკუთარ თავზე იზრუნონ, ეს ბავშვებზე პოზიტიურად აისახება.

მოკლედ, მამებისა და დედებისთვის მინიჭებული ტრადიციული როლები შეიცვალა, თუმცა ორივეს შემთხვევაში, საერთო ისაა, რომ მათ ემოციური კავშირი უნდა დაამყარონ შვილებთან, რასაც იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ბავშვთან ისინი დიდ დროს ატარარებენ, თუ არა,  გატარების ხანგრძლივ დროს კი, მნიშვნელობა არ აქვს..

ამ კვლევაში კარგი ამბავი ის არის, რომ მშობლების სამუშაო ცხოვრების ეს თვისებები, გარკვეულწილად, მათ კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად, შეცვლა შესაძლებელია.

თუ ჩვენ იმას გავიაზრებთ, რა გავლენას ახდენს ჩვენი კარიერა ჩვენი შვილების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მერე შეგვიძლია, ის განვსაზღვროთ, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს კარიერას და ექსპერიმენტების საშუალებით, სხვადასხვა გამოსავალი მოვიფიქროთ, როგორ ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის ხელმისაწვდომები ფიზიკურად თუ ემოციურად.

წყარო: HBR



სიმარტივე, როგორც მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება

ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია!