in

Oura-მ ჭკვიანი ბეჭდის ახალი მოდელი გამოუშვა

ამასობაში, Oura-მ ჭკვიანი ბეჭდების ახალი კოლექცია გაგვაცნო — Oura Ring 4 Ceramic დასამუხტი ქეისით გამოდის, ახალ Health Panels-ის ფუნქციასთან ერთად: 

ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგვეძლო მიგვეცა ადამიანებისთვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა, ამისთვის კი ბეჭედი შევქმენით, რომელიც მათ განწყობას ესადაგება და იმ გზებს, რომლითაც სამყაროსთან კომუნიკაცია სურთ“.

Oura Ring 4 Ceramic ოთხ ფერში გამოვა Tide, Cloud, Petal, და Midnight. როგორც ამბობენ, თითოეული ნატურალური მინერალებისგან მიიღეს, შესაბამისად, დროსაც კარგად გაუძლებს. თუმცა არც ნაკაწრების უნდა შეგეშინდეთ, რადგან სპეციალური გასაპრიალებელი მოჰყვება, რომლითაც მარტივად მოაშორებთ. თუმცა პრევენციისთვის Oura ბეჭდის არადომინანტურ ხელზე ტარებას ურჩევს მომხმარებლებს. 

ჭკვიანი ბეჭედი ცირკონის კერამიკისგანაა დამზადებული, რასაც კომპანია პირდაპირ გამძლეობად და სიმსუბუქედ თარგმნის. ამასთან, ახალ კოლექციას ბრენდი სტილისა და კომფორტის შერწყმად აღწერს — Oura Ring 4 Ceramic-ის ჭკვიანი ბეჭედი 4-15 ზომაშია ხელმისაწვდომი და ფასი 499 დოლარია. 

რაც შეეხება Oura Ring 4 Charging Case-ს, ბეჭდის 5-ჯერ სრული ციკლით დამუხტვას გვპირდება და USB-C-სთანაც თავსებადია. ქეისი და ჭკვიანი ბეჭედი ერთად კი 90 წუთში იტენება. თუმცა სატენი ცალკე 99 დოლარი ეღირება და ხელმისაწვდომი მომდევნო წლიდან გახდება. 

რაც შეეხება აპლიკაციაში არსებულ Health Panels-ს, 50 ბიომარკერს აკვირდება, რაც ძილისა და აქტივობების მონაცემებსაც მოიცავს. აპლიკაციაში Oura Advisor-იც ხვდება მომხმარებლებს, რომლებიც მათ შედეგების ინტერპრეტაციაში ეხმარება და რჩევებსაც კი აძლევს არსებული მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად. 

Doritos Stranger Things-ის ფანებს ჰოკინსთან ცხელი ხაზით აკავშირებს

კრიპტო უკვე ველიზე! CityPay.io-სა და VELI.store-ის პარტნიორობა