in ,

#OutbidChang – სოციალური კამპანია ალკოჰოლის მოხმარების შესამცირებლად

დიდი ფეხბურთელების ალკოჰოლის რეკლამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს ალკოჰოლის მოხმარებისკენ დამატებით ბიძგს აძლევს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს სიტუაცია არავის ადარდებს. Bigalcohol.Exposed-ის ინიციატივა, სწორედ, ამ პრობლემასთან საბრძოლველად შეიქმნა. ევერტონის საფეხბურთო კლუბი პრემიერ ლიგაში ერთადერთია, ვინც თავის მაისურებზე  ალკოჰოლის რეკლამის განთავსებას აგრძელებს.  

M2

 

 

#OutbidChang ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ბუტლში, საფეხბურთო კლუბ ევერტონთან ახლოს მდებარე ადგილობრივმა სილამაზის სალონმა (Barber Club) ალკოჰოლური სასმელის ნაცვლად, მაისურებზე საკუთარი რეკლამის ბეჭდვა დაიწყო.

სარეკლამო სააგენტო Round & Round-მა ამ ვიდეორგოლში სალონის მფლობელები გაგვაცნო, რომლებსაც ამ კამპანიის მასშტაბურად განხორციელებისთვის 23 მლნ დოლარი სჭირდებათ. ამისთვის საჭიროა, რომ სალონში 2 მლნ-მა ადამიანმა შეიჭრას თმა. კამპანიის ფარგლებში სპეციალური ფონდიც შეიქმნა – Indiegogo, სადაც თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Jeep Wrangler-ის ექსტრემალური ლაშქრობა ბაჯას უდაბნოში – Pennzoil–ის რეკლამა “შეშლილი მაქსის” სტილში

რა განსხვავებულ სერვისებს გვთავაზობს ახალი ქართული ვიდეო პორტალი adjaravideo.com?