in

როცა კოლეგებს მოძველებული შეხედულება აქვთ თქვენზე

თუ ხართ სანდო, ძველი თანამშრომელი, რომელსაც კვლავაც სურს კარიერული ზრდა და თავს ძველი პარადიგმების ხაფანგში მოქცეულად გრძნობს, მარტო არ ხართ. ამ სტატიაში გაგიზიარებთ გამოცდილებას, რაც ამის შეცვლაში შეგიწყობთ ხელს.

რატომ ხდება ზრდა შეუმჩნეველი

ჩვენ ყველა ვიცნობთ ადამიანებს, რომელთა კარიერაც მათი მთელი იდენტობა გახდა. მაგრამ ჩვენ ხშირად არ ვიცით პროფესიონალური იდენტობის შესახებ, რომელიც სხვებმა მოგვაწებეს.

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი სარა ვიტმანი ამას უწოდებს „განგრძობით იდენტობას“, ან ძველ იდენტობას, რომელიც შენარჩუნებულია, ვიდრე ჩვენს ცვლილებებზე ადაპტირდებიან. ვიტმანის თქმით, როცა ვიზრდებით ან ვიცვლებით, ჩვენი იდენტობის გადასხვაფერება ხშირად უხილავია – თუ ჩვენ არ ჩავატარებთ სამუშაოს, რათა დავეხმაროთ სხვებს ჩვენი ცვლილებების დანახვაში.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ამ ხანგრძლივი (ან ადრეული) შთაბეჭდილებების შეცვლას შეიძლება ექვსი წელი დასჭირდეს, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეცვალოთ სხვების შეხედულება და „გადატვირთოთ“ გარემოცვის შეხედულება თქვენი წვლილის შესახებ.

აღქმის ხარვეზის იდენტიფიცირება

ჩვენ ყველას გვაქვს სიტყვები, რომლებსაც გამოვიყენებთ საკუთარი თავის აღსაწერად. მაგრამ როგორ გვიყურებენ სხვები? განსხვავების შესწავლა დაგეხმარებათ გაიგოთ სხვაობა და განსაზღვროთ ქმედებები მის დასაფარად.

განვიხილოთ სარას კლიენტი მაიკი, რომელიც იყო დიდი ხნის მანძილზე იყო მაღალი რგოლის ხელმძღვანელი ერთ-ერთ კომპანიაში. რამდენიმე შეხვედრაზე აგრესიული ქცევის გამო, მან შეიძინა ემოციური და აგრესიული მენეჯერის რეპუტაცია. მალე ეს აღქმა ორგანიზაციულ ცოდნაში გაჯდა. მაიკი შოკირებული იყო, როდესაც გაიგო, რომ სხვები მას აგრესიულად თვლიდნენ. გააცნობიერა აღქმის ხარვეზი და დაიწყო მუშაობა სარასთან, რათა ესწავლა სტრატეგიები, როგორ დაემშვიდებინა თავი, როცა გაღიზიანებული იყო, თავისი იმედგაცრუება პროდუქტიულ საუბრებში გადაიტანა და კიდევ ერთხელ გაეგო იმ ლიდერის მოდელის შესახებ, როგორიც სურდა ყოფილიყო. ის საფუძვლიანად გაერკვა, როგორს ხედავდნენ სხვები და როგორი სურდა ყოფილიყო.

შეცვალეთ თქვენი ქმედებები

როდესაც ძველი თანამშრომლები მაღალ პოზიციაზე არიან, ხშირად უჭირთ დელეგირება და იმ პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება, რაც ოდესღაც წარმატების მიღწევაში დაეხმარათ. გრძელვადიანი დავალებების შესრულება ხელს შეგიწყობთ, პროდუქტიულად იგრძნოთ თავი, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ თქვენი კოლეგები უფრო მეტად დაგაკავშირებენ წინა როლთან ან პასუხისმგებლობებთან.

ამის საპირისპიროდ, სჯობს ყურადღებით დააკვირდეთ, რაზე ხართ ორიენტირებულნი ყოველდღიურად, იფიქროთ, როგორ შეგიძლიათ აჩვენოთ სხვაობა, თუ ვინ იყავით და ვინ ხართ ახლა. ამ პროცესის დასაწყებად, ჰკითხეთ საკუთარ თავს:

* რას ვაკეთებ, რაც მაძლიერებს, როგორც ლიდერს?
* სად ვატარებ დროს, რომელიც არ შეესაბამება ჩემს ამჟამინდელ ლიდერულ შესაძლებლობებს?
* რა არის უფრო დაბალი ღირებულების სამუშაო, რომლის დელეგირება მჭირდება?
* რა მოლოდინები ან ვარაუდები აქვთ სხვებს ჩემს მუშაობასთან დაკავშირებით?

თუ განაგრძობთ დროის დახარჯვას უფრო დაბალი დონის, დაბალი ღირებულების სამუშაოზე, შეიძლება უნებლიედ ავნოთ სხვების შთაბეჭდილებებს თქვენზე.

წყარო: HBR



LEGO ვარსკვლავური ომების ახალ ნაკრებს უშვებს

#ყველა რჩეულია – „ტოპლაინის” სიურპრიზი Real Estate Expo-ზე მისულ დამთვალიერებლებს