in

რატომ არის გარე რეკლამა ბრენდებისთვის საინტერესო პლატფორმა 2023 წელს?

როგორიც არ უნდა იყოს ეკონომიკური მდგომარეობა, რეკლამის როლი არ იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ათასობით აკადემიური ნაშრომი ბრენდის შენებისა და გაყიდვების გაძლიერების შესახებ, სწორედ კარგი რეკლამა ქმნის უპირატესობას.

რეკლამამ უფრო მეტი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ აცნობოს, რატომ ღირს ბრენდი ამდენი. ჩვენ არ გვჭირდება ბროლის ბურთი, რათა გვითხრას, რამდენად რთული იქნება მომავალი წელი რეკლამის განმთავსებლებისთვის და საზოგადოებისთვის.

გარე რეკლამამ გაუძლო კოვიდთან დაკავშირებულ ორწლიან შეზღუდვას. ის გადარჩა არა იღბლის გამო, არამედ ციფრულ ეკრანებში მეტი ინვესტიციის წყალობით და ტექნოლოგიით, რომელიც აწვდის მათ რეკლამას, რაც გარე რეკლამას აძლევს შესაძლებლობას გააგრძელოს აუდიტორიის მოზიდვა და გაძლიერდეს.

2023 წელს, გარე რეკლამის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება. გარე რეკლამა ყოველთვის სწვდებოდა აუდიტორიას. რეალურად, ეროვნული კამპანიები უფრო მეტ ინკლუზიურობას იძლევა გარე რეკლამისას, ვიდრე ნებისმიერი სხვა არხი. სატელევიზიო რეკლამის ინფლაცია, რომელიც აუდიტორიის კლებას ახლავს თან, გარე რეკლამას ბუნებრივად მიმზიდველად აქცევს ბრენდებისთვის, რომლებიც ცდილობენ მისწვდნენ უფრო ფართო აუდიტორიას.

რასაკვირველია, აქ უფრო მეტია ჩადებული, ვიდრე ფართო აუდიტორიაზე წვდომა. გარე რეკლამას აქვს უნარი მასობრივად პერსონალიზებულად ეკონტაქტოს ადამიანებს. ეს კი უფრო მეტ ღირებულებას იძლევა, ვიდრე სხვა საშუალება, 2023 წელს.

მასშტაბურად გადმოცემული კონტექსტი

მარკეტერების 51% ამბობს, რომ პერსონალიზაცია მათი მთავარი პრიორიტეტია. მომხმარებლები ამას ელიან კიდეც – 76%-ის თქმით, უფრო მეტად შეიძენს პერსონალიზებული ბრენდებისგან.

მომხმარებლების მოლოდინია, რომ რეკლამა მათზე უფრო მორგებული და შესაბამისი იქნება. გარე რეკლამას შეუძლია ამ მიზანს მიაღწიოს დახვეწილი და მიზანმიმართულად.

გარე რეკლამას აქვს მოქნილობა მიიზიდოს სრულიად განსხვავებული აუდიტორია, რომელიც იცვლება დღის, კვირის, თვისა და წლის განმავლობაში. 2023 წელს, არის უზარმაზარი შესაძლებლობა, რომ დავაშენოთ ახალი იმ მიღწევებს, რომლებიც უკვე მივიღეთ თარგეთ წვდომით.

ბოლო რამდენიმე წელი საკმაოდ რთული იყო. Covid-მა და ჩაკეტვამ ზოგიერთ ადამიანს საზოგადოებასთან ურთიერთობა გაუძნელა, უმცირესობათა ჯგუფებს უფრო უჭირთ მიკუთვნებულობის გრძნობის პოვნა. Mindshare-ის თანახმად, LGBTQIA+ საზოგადოების დაახლოებით ნახევარი გრძნობს, რომ მათი სამყარო იმდენად შემცირდა, რომ არ იცის რა გააკეთოს საკუთარ თავთან (54%) და გრძნობს, რომ დაკარგა კავშირი საკუთარ თავთან, როგორიც ადრე იყო (47%).

გარე რეკლამა არის ძალიან ინკლუზიური სარეკლამო არხი. ის ყველასთვისაა. გარე რეკლამისთვას აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს მრავალფეროვანი აუდიტორიის ისე, როგორც არცერთ სხვა არხს არ შეუძლია.

გარე რეკლამა არის ინკლუზიური სარეკლამო არხი. ის ყველასთვისაა. გარე რეკლამისთვას აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს მრავალფეროვანი აუდიტორიის ისე, როგორც არცერთ სხვა არხს არ შეუძლია. WPP-ის მომხმარებელთა თანასწორობის განტოლების ანგარიშის მიხედვით, თუ ბრენდები ეთნიკური ჯგუფების მხოლოდ 1%-ს მოიზიდავენ, და შეაცვლევინებენ ხარჯვით ჩვევებს, ეს უდრის 2 მილიარდ ფუნტიანი ზრდის შესაძლებლობას, 2023 წელს.

ნდობა

ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში, სადაც ყალბი ამბები და ზოგიერთი ბრენდის საეჭვო პრეტენზიები აქტიურად ვრცელდება გარე რეკლამა საზოგადოებისთვის სანდო საშუალებაა.

მოზრდილი რეკლამა, თამამი განაცხადით, მომხმარებლებს აძლევს ნდობას, რომ ბრენდები, რომლებშიც დღეს დებენ ინვესტიციას, ხვალ იარსებებენ და ღირს მათში ფულის დახარჯვა. გარე რეკლამა ვერ რედაქტირდება. ის გთავაზობთ საჯარო განაცხადს და ბრენდებს საშუალებას აძლევს უზრუნველყონ გამჭვირვალე დამაჯერებელი შეტყობინებები. პროგრამული ინვესტიციით აღჭურვილი ციფრული ეკრანები უზრუნველყოფენ რეალურ დროში მოვლენებზე რეაგირების სისწრაფეს.

შემთხვევითი არ არის, რომ გარე რეკლამა ასე ფართოდ გამოიყენება სამთავრობო კომუნიკაციებისთვის. როდესაც სოციალური მედიის მენეჯერები ცდილობენ თავიანთი პლატფორმებისადმი ნდობის დამყარებას, ისინი გარე რეკლამას მიმართავენ.

კრეატიული კომერცია

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიამ გარე რეკლამა მოქნილი გახადა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ მედიუმის შემოქმედებითი ძალა. კრეატიული გარე რეკლამა ყოველთვის იყო შერწყმული კონტექსტის ნებისმიერი შემოქმედებითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

კარგად შესრულებულმა კრეატივმა მცირე გარე რეკლამის საშუალებით, საკმაოდ დიდი აუდიტორია მიიზიდა და მოკლე დროში გამოჩნდა ახალი ამბების სათავეში. მან აჩვენა, თუ როგორ შეუძლია შემოქმედებითი ტექნიკისა და კრეატივის შერწყმას შთამბეჭდავი შედეგების მიღება.

გასულ წელს, Marmite-ის სამშენებლო კამპანიამ მისი ლიმიტირებული გამოცემა Chilli Dynamite-ისთვის მოიპოვა 194 მილიონი impression და 650,000 ფუნტი (795,000 აშშ დოლარი) შემოსავალი მედიაში, რაც გაყიდვებს ხუთჯერ აღემატება, წინა გამოშვების ფონზე.

სჯობს, ვიყოთ გაბედულები და თავდაჯერებულები. მომდევნო თორმეტი თვე რთული იქნება. ბრენდებმა უნდა გამოიჩინონ გამბედაობა, რათა გააგრძელონ თავიანთი აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა და ზრდის შესაძლებლობების გამოყენება.

 

წყარო: thedrum

პანელური დისკუსია – არქიტექტურული მემკვიდრეობა

Adidas-ს კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი ბურთი შეაქვს!